Digest Logo

Video: აბჯარასხმული მაია ასათიანი „ახალ პროფილს“ აანონსებს

1618225736
ჟურნალისტი მაია ასათიანი

მაია ასათიანმა ახლახან „რუსთავი 2“-ზე თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობა დაასრულა და არაერთი სატელევიზიო სეზონის ლიდერი გადაცემა, „პროფილი“ დახურა. 

მაიამ ბოლო მონოლოგში ისაუბრა იმის შესახებ, რომ ამ არხზე სინათლეს ვეღარ ხედავდა და წასვლა გადაწყვიტა. აპრილიდან ის თავის გუნდთან ერთად „რუსთავი 2“-ს დაემშვიდობა, თუმცა ახალი კონტრაქტი „ტვ პირველთან“ გააფორმა.

გადაცემის პირველი ანონსი დღეს გამოჩნდა. მაია ასათიანის ახალი გადაცემის სახელწოდებაა „ახალი პროფილი“. ანონსში მაია აბჯარასხმული ცეცხლის რგოლში დგას.