Digest Logo

🎥 VIDEO: „საქართველოში ქართველებს ბინებიდან უშვებენ, რადგან რუსები ორმაგს იხდიან. ნუ გაიწყვიტეთ შუბლის ძარღვი“ - დომენიკ მანგო

1647798731
დომენიკ მანგო

„ნაქირავები ბინიდან გაგდებენ? იმის მიუხედავად, გაქვს ქირის ხელშეკრულება თუ არა, იმის მიუხედავად, გაუვიდა თუ არა ვადა ამ ხელშეკრულებას, იმის მიუხედავად, ზეპირად ხარ შეთანხმებული თუ წერილობით, შენ გაქვს უფლება 3 თვე არ გახვიდე ბინიდან“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მყოფი დომენიკ მანგო ავრცელებს და სოციალურ ქსელში საგანგებო ვიდეომიმართვას აქვეყნებს.

„საქართველოში ქართველებს ბინებიდან უშვებენ, რადგან რუსები ორმაგს იხდიან. ნუ გაიწყვიტეთ შუბლის ძარღვს ფულის სანაცვლოდ, რადგან დადგება დრო, როდესაც ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩენენ.

წაიკითხეთ ყურადღებით.

ნაქირავები ბინიდან გაგდებენ? იმის მიუხედავად, გაქვს ქირის ხელშეკრულება თუ არა, იმის მიუხედავად, გაუვიდა თუ არა ვადა ამ ხელშეკრულებას, იმის მიუხედავად, ზეპირად ხარ შეთანხმებული თუ წერილობით, შენ გაქვს უფლება 3 თვე არ გახვიდე ბინიდან.

გამქირავებელმა სამი თვე უნდა მოგცეს. ამას კანონი ავალდებულებს.

ამის შემდეგაც შეგიძლია დარჩე ბინაში და ქირის ხდა გააგრძელო. გამქირავებელს შეუძლია გიჩივლოს, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ვერავინ გამოგასახლებს. პოლიციას არ აქვს შენი გამოსახლების უფლება!
გამოსახლების გადაწყვეტილება სასამართლომ, კანონით, 1 თვეში უნდა მიიღოს, მაგრამ ამ ვადას არასდროს იცავს და ზოგჯერ 1 წელს ანდომებს გადაწყვეტილების მიღებას.

ეს დრო შენია! გააზიარეთ, რომ მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა.

***
ამ განცხადებით გამოვეხმაურეთ გახშირებულ შემთხვევას, როცა გამქირავებლები ბინის დაცლას მისი რუსეთის მოქალაქეებზე უფრო ძვირად მიქირავების მიზნით ითხოვენ. ამ დროს, ადამიანმა უნდა იცოდეს, რისი უფლება აქვს, რომ მოულოდნელად ქუჩაში არ დარჩეს.
ქირის გადაუხდელობაზე არ არის აქ საუბარი. პოსტში წერია “შეგიძლია დარჩე ბინაში და ქირის გადახდა გააგრძელო“, - წერს დომენიკ მანგო.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„გარდაიცვალა უექიმობით, უწამლობით და დაგვიანებული მკურნალობის გამო... ვიღაც მადლიანმა სახლში გადმოასვენა და სასახლეც უყიდა“ - რას წერს აკა სინჯიკაშვილი

🔵„საქართველოში ომი არ იქნება. გაგიკვირდებათ ალბათ, თუ როგორ და რატომ? ან სად არის გარანტია?“ - ზურაბ მაღრაძე

🔵„გადმოუყრიათ ყველაფერი, საფულე გადარჩა, ვერ იპოვეს“ - ნოდიკო ტატიშვილს მანქანა გაუტეხეს