Digest Logo

„ვიღაც ნაძირალა, ტაძრის გალავანს რომ აშარდავდა, „ნაცები“ გაახარა...ვინც წყნარად უყურა მაგ ვიდეოს „ვტორია” მოსაკითხი“ - დაჩი ცაგურია

1783773227
დაჩი ცაგურია

ყოფილი პოლიტპატიმარი, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული, დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც თბილისის ერთ-ერთ ტაძართან მომხდარ უხამს შემთხვევაზე წერს.

მისი თქმით, საინტერესოა ის ადამიანი, რომელმაც იმ ტაძართან, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას იკმაყოფილებდა ვიდეო გადაიღო, სოციალურ ქსელში გაავრცელა და ამით სიამოვნება მიიღო:

„ვიღაც ნაძირალა, ტაძრის გალავანს რომ აშარდავდა. „ნაცები“ რომ გაახარა და აავსო ლატენტური სიხარულით ესტონეთის მოქალაქე რომ აღმოჩნდა ეგ ხომ გავიგეთ. მანდ მთავარი სულ სხვა ვინმეა… აი იმ ვიდეოს ვინც ჩუმად იღებდა და მერე გაავრცელა მე ის ნაბიჭვარი მაინტერესებს ვინაა.

ვინც წყნარად უყურა, მშვიდად ითმინა, გადაღების დროს სიამოვნებას რომ განიცდიდა „მაგარ რაღაცას ვიღებო”. აი ეგ ფარჩაკი ვინაა მაინტერესებს… აი მაგ ვიდეოს „ვტორია” მოსაკითხი, რომ მერე ყველამ ერთად დედ-მამა მოვუკითხოთ“, - წერს დაჩი ცაგურია.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა გამოავლინეს და დააჯარიმეს პირი, რომელიც თბილისში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის ეზოსთან ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას იკმაყოფილებდა - შარდავდა. აღნიშნული პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „იმდენი უნდა გავაკეთო, რომ გონაშვილივით დავრჩეო...ეს მისი ბოლო სიტყვები იყო“ - მელიტა ფურცელაძე ლევან კბილაშვილზე

⭕ „უკეთ მუშაობს დიპლომატია“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕ დღეს, 11 ივლისს თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართება