Digest Logo

ვინ არის ვარკეთილში დაღუპული 22 წლის ბიჭი - „გაგვივსო გულები სიყვარულით და წავიდა...“

1678106434
22 წლის გარდაცვლილი ბიჭი

ვარკეთილში, კალოუბანში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახა, შედეგად 22 წლის ბიჭი დაიღუპა.

გარდაცვლილი გიორგი ციმინტიაა. აღნიშნულ ამბის შესახებ  სოციალურ ქსელში ემიგრანტების იმედი შოთო სიხარულიძე აქვეყნებს სტატუსს და მის ცხოვრებაზე და სიკეთეებზე საუბრობს.

👉თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოპედის მძღოლი ემსხვერპლა 

„ავარია ვარკეთილში, გარდაცვლილია 22 წლის გიორგი ციმინტია. ჩვენო თბილო და კეთილშობილო, მიწამ როგორ უნდა მიგიღოს...

„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.

შეუდარებლად თბილი, უნიჭიერესი, ჭკვიანი, კეთილი, ყველას მიმართ კეთილგანწყობილი და პოზიტიური...
ეს იყო შენი ბედი??

ეს ყველაფერი ამ ერთ ადამიანში იყო, რომელსაც ყველგან სითბო და სიყვარული შეჰქონდა... იმდენი რამე მინდა ვუთხრა გამწარებულ ოჯახს... ალბათ, არც დროა ამისი და არც ადგილი... უბრალოდ, ვფიქრობ, ეს არ იყო ჩვეულებრივი, მოვიდა... გაგვივსო გულები სიყვარულით და... წავიდა...

და გადაინაცვლა მარადიულობაში...
და კიდევ ერთი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს....

ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენს გვერდით ვარ. გამძლეობა და სულის სიმტკიცე..

„შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი“

უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა, 22 წლისას მოგისპო სიცოცხლე. წახვედი და თან გაიყოლე შენი ახალგაზრდული ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები. შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა. ვინც გიცნობდა, ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ, ლაღი სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ყოველთვის ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა.

ტკივილი, რომელსაც არც სახელი აქვს, არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი, რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული, გაყინული იმ ტკივილს განვიცდი... მძულდა ეს სამყარო და კიდევ უფრო გამძულდა... სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები, ეს ანგელოზები ალბათ იქ, სადაც არ არსებობს დრო, იქ სადაც მარადიული სიცოცხლეა, იქ სადაც ბევრი ჩვენიანია... გულში ჩაგიკრავენ, მოგიშუშებენ შენს ნაიარევს...

დედამიწაზე ამ ნაიარევს არცერთი წამალი არ შველის... ტკბილად იძინე...“,- წერს შოთო სიხარულიძე.

🔘 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 51 წლის ქალს დეიდა რაფერ დავუძახო, ბებიაჩემი 50 წლისაა - ლუკა შუბითიძის სახალისო ვიდეო

🔘„ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ და ამ კედელივით ეს არ წაიშლება“ - რა წერილი დაუტოვა ნატალია ყიფშიძემ მამას

🎥 „მე რაც გავაკეთე, არავის ვურჩევ“ - როგორ დაიკლო მარიტა როხვაძემ წონაში