Digest Logo

„ვინც აქციებზე დგახართ, არ დგახართ სამშობლოს გამო! პირადი კომფორტისთვის დგახართ, სამშობლო მხოლოდ კარგი ხელფასი და პირადი კეთილდღეობა გგონიათ“ - რას წერს ლაშა ბექაურის დედა

1734944065
ვიკა წიკლაური

„მე ვფიქრობ, თქვენ, ვინც აქციებზე დგახართ, არ დგახართ სამშობლოს გამო! დიახ!
არამცდაარამც სამშობლოს სიყვარული არ ჰქვია იმას, რის გამოც დღეს, შობის მარხვაში აქციებს მართავთ.
ყველა მოვლენა საიდანღაც იღებს სათავეს.... და სწორედ ეს სათავე უნდა იყოს კეთილი საწყისის, სხვა შემთხვევაში ის ვერ დასრულდება კეთილად.

დღევანდელი დაძაბულობის სათავე ცოტა უფრო შორიდან იწყება, ვიდრე ეს აქციებია...“, - ამის შესახებ ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ბექაურის დედა ვიკა წიკლაური სოციალურ ქსელში წერს და საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

„მე არ მინდოდა ამის დაწერა, რასაც ახლა ვწერ.... არ მინდოდა, რადგან ქრისტე უნდა იშვას მალე და არაფერია ამ მოვლენაზე ზე-აღმატებული.

არ მინდოდა, რადგან ჩემს პოსტზე ჰიენებივით სისინებენ ის ადამიანები, ვინც ჩემს აზრს არ იზიარებს.

დღევანდელ დაძაბულ მდგომარეობაში, სადაც ნაპრალის იქით მხარეს დარჩა ბევრი ჩემი ნაცნობ უცნობი, არც კი დამიშვია ფიქრშიც კი, გამელანძღა ან დამეწყევლა ისინი, რადგან ვიცი ამაზე დიდი ნაპრალი ამოუვსია იმ დიად ძალას, რასაც უფლის რწმენა და სიყვარული ჰქვია.

უღმერთოდ არც ადამიანი ვარგა, არც ოჯახი, არც სამშობლო და არც მსოფლიო. ყველას და ყველაფრის მიმართ სიყვარული დაკარგავს აზრს მის გარეშე... ამ წელს ეს არის ჩემი უკანასკნელი საჯარო პოსტი, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.

მე ვფიქრობ, თქვენ, ვინც აქციებზე დგახართ, არ დგახართ სამშობლოს გამო! დიახ!

არამცდაარამც სამშობლოს სიყვარული არ ჰქვია იმას, რის გამოც დღეს, შობის მარხვაში აქციებს მართავთ.

ყველა მოვლენა, საიდანღაც იღებს სათავეს.... და სწორედ ეს სათავე უნდა იყოს კეთილი საწყისის, სხვა შემთხვევაში ის ვერ დასრულდება კეთილად.

დღევანდელი დაძაბულობის სათავე ცოტა უფრო შორიდან იწყება, ვიდრე ეს აქციებია...

უფრო კონკრეტულად კი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ზედმეტად მტკივნეული „გამჭვირვალობის კანონით“, რომელსაც არაფერი ჰქონდა რუსეთთან საერთო და მაინც..... ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილით აღტყინებული გაერთიანებული ოპოზიციური პარტიის ლიდერების სლოგანზე „წამოეგო“ ხალხი , „არა რუსულ კანონს“.

თქვენ, უმრავლესობას, რომ გცოდნოდათ რამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია არის დიდ სახელმწიფოებში და რამდენი ციცქნა საქართველოში, არ აჰყვებოდით ამ ორგანიზაციებში დასაქმებულთა განგაშს, საგანგაშო ნამდვილად ჰქონდათ, უცხოეთიდან შემოსული დავალებების პირნათლად შესრულებით მათი ოჯახების კეთილდღეობას უზრუნველყოფდნენ . 30000 არასამთავრობო ორგანიზაცია 5-ჯერ მეტ თანამშრომელს ხომ იტევს? ანუ 150000 ადამიანს, ჰოდა 150 000 შეშფოთებული ადამიანის და ქლესა, გამყიდველი, პირსისხლიანი, მევახშე პოლიტიკოსების მოწოდებებზე არ უნდა გასულიყავით ქუჩაში.

დიახ! გეწყინათ? ცივი წყალი დალიეთ. თქვენ თქვენი პირადი კომფორტისთვის დგახართ. გაქვთ უფლება, გსურდეთ უკეთესი ყოფა. ეს არანაირად არ არის სათაკილო ან საძრახისი. მაგრამ .... გყოფნით თავხედობა და გაჰყვირით, სამშობლოსთვის ვდგავრთო და დანარჩენებსაც გვამუნათებთ, გინდა თუ არა, გამოდითო, უშვერი სიტყვებით ილანძღებით, იგინებით, ვანდალურ აქტებს აწყობთ, პოლიციას აფურთხებთ და თან ხელიც გინდათ გადაგისვან მოფერებით საპასუხოდ? თქვენ რომ სამშობლო გტკიოდეთ, ანწუხელიძე რომ მოგვიკლეს, მაშინ აწევდით ერთ ადგილებს და გამოხვიდოდით! მაგრამ ანწუხელიძე თქვენი ოჯახის წევრი არ იყო და „გაატარეთ“...

სამაგიეროდ უნიჭო და ყოვლად მახინჯი პერფომანსით, საოკუპაციო ხაზთან, მავთულხლართებთან შარვლები ჩაიხადეთ და მერე ამაყობდით, რუსებს დავცინეთ, უკანალი ვაჩვენეთო.... შარვალჩახდილი კაცი როგორ შეიძლება სხვას დასცინოდეს?

თქვენ რომ სამშობლო გტკიოდეთ, დავიდ გარეჯის თემებზე ატეხდით განგაშს, ხუთი კაცით წვიმაში რომ ვიდექი რუსთაველზე. თქვენ რომ სამშობლო გტკიოდეთ, 2008 წლის უბედურებას გააპროტესტებდით და პასუხს მოსთხოვდით გმირის მანტიის მომპარავ ბელადს, ქვეყანა რომ თავის იდიოტურ, თავხედურ პროვოკაციას, შესწირა, თორემ ყველამ კარგად იცის ვისი წამოწყებული იყო ეს საშინელი დღე! თქვენ რომ სამშობლო გტკიოდეთ, მუხლდაჩოქილი, ხელიხელჩაკიდებული ილოცებდით და შობის დღესასწაულზე ქვეყნის გამთლიანებას სთხოვდით უფალს.

მაგრამ არა!

თქვენ სამშობლო მხოლოდ კარგი ხელფასი და პირადი კეთილდღეობა გგონიათ. „სლავა უკრაინას“ ძახილით მოძრაობთ და უკრაინელი ჯანმრთელი კაცები ჩვენს მიწაზე საუკეთესო სასტუმროებში „გულაობენ“. ომი გწყურიათ?
წადით!  იომეთ!  თქვენს მეგობარ, მასხარა ზელინსკის ომით შემოსული მილიარდები უთვალეთ და კარგად ჰკითხეთ, რად დაუჯდა ეს გარიგება!

სისხლდაწრეტილ, ასგზის ნაომარ საქართველოს შეეშვით! არ წამოვეგებით თქვენს ანკესზე, თქვენი სატყუარა ზედმეტად სასაცილოა ჩვენთვის!  შეეშვით იმ ხალხის ლანძღვა გინებას და წყევლა კრულვას, ვინც თქვენთან არ დგას!

ერეკლე მეორეს , ხმლებით სხეულდაჩეხილ მეფეს, სამშობლოს დაცვისთვის ნაიარევს , უგუნური სიტყვებით მოიხსენიებთ და ღალატში სდებთ ბრალს მეფეს, რომლის დიდი დამსახურებაა ახლა რომ ქრისტიანი, მართლმადიდებელი ქართველნი გვქვია!  რა ენით მოიხსენიებთ უძლურებაში მყოფ პატრიარქს!

დასცინით ოჯახის სიწმინდის დღეს გამოსულ ასიათასობით ადამიანს და სექსუალური უმცირესობის მიერ გამართულ მსვლელობებს ამართლებთ.

ფრთხილად!  ეს საქართველოა! ეს ის საქართველოა, სადაც პანდემიის პერიოდში, როცა ყველა ქრისტიანულმა ქვეყანამ ზიარება აკრძალა, საქართველოს ეკლესიის მესაჭის, პატრიარქის კურთხევით, ვიდექით ადამიანები ტაძრის ეზოებში და საერთო კოვზიდან ვიღებდით ზიარებას ჩვენს შვილებთან ერთად! გვეშინოდა? არა!

უღმერთო სიცოცხლის უფრო გვეშინოდა, ვიდრე ხელოვნური ვირუსით სიკვდილის.

ასე ფიქრობდა ალბათ მეტეხის ხიდზე მდგარი 100000 ქართველი, ქრისტეს ხატს რომ ფეხი არ დააბიჯა.
ასე ფიქრობდა ალბათ ანწუხელიძეც, საქართველოს დროშას რომ ფეხი არ დააბიჯა.
ასე ფიქრობდნენ ის ჯარისკაცები, ტყვიების მოლოდინში შავლეგოს რომ შეჰბღაოდნენ ცას!

მე არ მბურძგლავს მყვირალა ლოზუნგებზე! ორატორობაში გაწაფული, ნასწავლი ნაძირალების პათეტიკურ მოწოდებებზე! გული მერევა იმ ფრაზებზე, რომელიც ბევრჯერ გაჟღერდა ოპოზიციური პარტიის მესვეურთა უგვანო პირებიდან:

„რაღაც სხვა არის მოსაფიქრებელი, რომ მასა ავიყოლიოთ“ მერე.... როცა ხიფათის სუნს იგრძნობენ, ვირთხებივით სოროებში შეძვრებიან და მათგან მოტყუებულ გულუბრყვილო ახალგაზრდებს სასიკვდილოდ გაიმეტებენ.....

დიახ, მიმაჩნია, რომ ჩვენ, ჩვენი ტერიტორიის, რესურსის და ბევრი სხვა მიზეზის გათვალისწინებით, მუშტების ქნევით არცერთ დიდ ერს არ უნდა ვესაუბროთ!

დიახ, მიმაჩნია, რომ დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს აგვარიდოს მსოფლიო სიგიჟეს და ომის ისტერიას.
დიახ, სწორედ ამისთვის, მინდა გამოვხატო ჩემი მადლიერება, მაგრამ აქვე გამოვთქვა ჩემი პროტესტი იმ თორმეტწლიანი კოჰაბიტაციის გამო, რამაც ხელი შეუწყო ამ მოცემულობას, რაშიც დღეს ვიმყოფებით!

სანამ ომზე და უბედურებაზე საუბარს დაიწყებთ , იქნებ მანამდე იმ ხალხს გაესაუბროთ, ვინც აფხაზეთში ცხოვრობდა, ვისაც საკუთარი ოჯახის წევრები ცოცხლად დაუწვეს, გაუუპატიურეს, დაუხვრიტეს.

იქნებ გორში მცხოვრებ ადამიანებს ჰკითხოთ, რა არის ომი.... მათი ისტორიები მოისმინოთ და მერე აკეთოთ მოწოდებები ომზე! გეყოთ! ნუ გადააქცევთ რუსთაველს სისხლის ღვრის კერად! მსხვერპლშეწირვის ადგილად!
მამონას მსახურებაა ყოველი ადამიანის სისხლი! ახლა ლოცვის, სიყვარულის მიტევების დროა!

ნუ მოკლავთ დაუბადებელ ქრისტეს კიდევ ერთხელ! დაშოშმინდით! სანამ ნაპრალი ისე არ გაფართოებულა, რომ მის სხვადასხვა მხარეს მდგომმი, ყველა არ ჩაგვითრია იმ დიდი სიძულვილის უფსკრულში, საიდანაც ვერასდროს ამოვალთ.... მიწის მაღლა კი პირდაკეტილი ნაპრალის თავზე ივლის მტერი, ჩვენი სიბრიყვით გამარჯვებული და ასე გავქრებით ქართველები საქართველოდან....

თქვენი მხრიდან ჩემს მიმართ ყოველ ლანძღვაზე ტკბილ სიტყვას გაგებებთ. წყევლაზე-ლოცვას, სიძულვილზე სიყვარულს . ბრაზზე- მოთმინებას, მშვიდობა გვქონდეს.....

მიყვარხართ, რადგან ყველა თქვენგანში, ასეთში თუ ისეთში. არის თუნდაც პატარა საუფლო წილი.
ამ წილის გამო, ყოველთვის ვეცდები არ გაგემიჯნოთ არანაირი პოლიტიკის გამო და მიყვარდეთ.....
სანამ მთავარ ზღვარს არ შეეხებით, მშვიდობას საქართველოში და ქრისტეს ეკლესიაში“, - წერს ვიკა წიკლაური.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ძალიან მადლობელი ვარ, რომ გავიცანი ეს უნიკალური ქვეყანა! თქვენი გაცნობა ჩემი ცხოვრების უდიდესი საჩუქარი იყო!“ - ბრაზილიელ ინფლუენსერს ბერა ივანიშვილის ოჯახმა უმასპინძლა

ცნობილია, ვინ იყო ახალგაზრდა კაცი, რომლის სიცოცხლეც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

„4 წლის წინ ამ დღეს დამთავრდა ბავშვობა, ძალიან მაკლიხარ“ - ნინი შერმადინი გარდაცვლილ დედაზე