Digest Logo

🎥 „ვინც გზა გაგვიკვალა, ვის გზასაც მივყვებით - ოჯახი, რომელიც არასდროს უნდა დაგავიწყდეს“ - რას წერს ილია თოფურია

1761122557
ილია თოფურია

რამდენიმე დღეა, ქართული და ესპანური მედია აქტიურად წერს, რომ  UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ მეუღლესთან, ჯორჯინა უზკატეგუისთან ერთად გადაღებული ყველა ფოტო წაშალა. მსგავსად მოიქცა ჯორჯინაც.

ესპანური ტაბლოიდები წერენ იმასაც, რომ ილია თოფურია მეუღლეს დაშორდა. 

არც ჯორჯინა, არც ილია ამ ფაქტზე საჯაროდ არ კომენტირებენ.

ახლახან მებრძოლმა სოციალურ ქსელში ოჯახური კადრები გაავრცელა და ემოციური სიტყვებით დაასათაურა:

„ვინც გზა გაგვიკვალა, ვის გზასაც მივყვებით - ეს არის ოჯახი, რომელიც არასდროს უნდა დაგავიწყდეს“, - წერს ილია თოფურია. 

სიყვარულის ისტორია, რომელიც გულშემატკივრებს ასე აღაფრთოვანებდა, თავად თოფურიამ თავის დოკუმენტურ ფილმში მოჰყვა, სადაც ჯორჯინა „ღმერთისგან ნაბოძებ ერთ-ერთ საუკეთესო საჩუქრად“ მოიხსენია.

წყვილის ერთი საერთო შვილი ჰყავს, რომელსაც დედის სახლი, ჯორ­ჯი­ნა დაარქვეს.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ilia Topuria (@iliatopuria)

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩვენ“ - მარიამ ელიეშვილი შვილთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოს გვიზიარებს

„თითოეული თქვენგანის შეფასება და კომენტარი დიდი სტიმული იქნება...“ - 4 შვილის დედამ ქეთი ჩხაიძემ საკუთარი ლექსების კრებული გამოსცა

„თვალებს არ ვუჯერებ, ეს რა სასწაული ხდება ჩემს თავს“ - რას წერს მალიბუ ტუღუში