Digest Logo

„თითოეული თქვენგანის შეფასება და კომენტარი დიდი სტიმული იქნება...“ - 4 შვილის დედამ ქეთი ჩხაიძემ საკუთარი ლექსების კრებული გამოსცა

1761120710
ქეთი ჩხაიძე

მომღერალი ქეთი ჩხაიძე, რომელიც 4 შვილის დედაა, სცენაზე მუდამ შესანიშნავად გამოიყურება, იგი ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.

ამჯერად მან გამომწერებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა. 

მომღერალმა საკუთარი ლექსების კრებული გამოსცა:

„ყველამ იცით, რომ ოთხი შვილის დედა ვარ.

რადგან დღეს თანამედროვე პოეტები არ გვანებივრებენ საბავშვო, რითმული, შემეცნებითი, ჰუმანური ხასიათის და მარტივად წასაკითხი ლექსებით, გამიჭირდა, ჩემი პატარებისთვის, ლექსების წიგნების არჩევა, ამიტომაც გადავწყვიტე, თავად დამეწერა.

ჩემი ლექსების მცირე ნაწილი, გავუზიარე საზოგადოებას და იმდენად დიდი გამოხმაურება და თხოვნები მოჰყვა, კრებული გამომეცა, გადავწყვიტე, გადავდგა ეს ნაბიჯი. ეს ლექსები, პირველ რიგში, ჩემი შვილებისთვის დავწერე. 

მჯერა, ჩემი ლექსები, ბავშვებს გონებაში დარჩებათ და მათ ჰუმანურ ადამიანებად ჩამოყალიბებაში, მცირე წვლილსაც შეიტანს. 

სანამ წიგნად გამოვა, გიზიარებთ რამდენიმე მათგანს. ჩემთვის, თითოეული თქვენგანის შეფასება და კომენტარი, დიდი სტიმული იქნება. 

შექმნილია, სიყვარულით.

P.S ოთხი წლის წინ, რამდენიმე სერიოზულ გამომცემლობას შევთავაზე, დაებეჭდა და ყველამ უარი მითხრა. მათ შორის სულაკაურის გამომცემლობამაც!

ნეტავ, თავად უკეთეს ლექსებს მაინც ბეჭდავდნენ“, - წერს ქეთი ჩხაიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„თვალებს არ ვუჯერებ, ეს რა სასწაული ხდება ჩემს თავს“ - რას წერს მალიბუ ტუღუში

„მოკვდებით, დაგვაყრიან მიწას და მორჩა... სული და მარადისობა, რაც რჩება, ის მშიერია“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძის ქადაგება

„გეუბნები, რომ კალორიების მუდმივი თვლა და შიში წარსულს უნდა ჩაჰბარდეს...“ - რას წერს ნატა გაგუა