
უკვე რამდენიმე დღეა ქალაქ ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მაგდალინა თოდუას მიმართ საჯარო ბულინგი, ცილისწამება და ტყუილებით გაჟღენთილი წერილები ვრცელდება.
მას საჯაროდ, სოციალურ ქსელში აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფებს. მათ შორის არიან ცნობილი სახეები, ნანუკა ჟორჟოლიანი და ბაია პატარაია.
საკუთარი ღირსების და უფლებების დასაცავად რამდენიმე დღის წინ მაგდალინამ სასამართლოს მიმართა და აქტივისტ ზარანდიას სასამართლომ, მტკიცებულებების საფუძველზე 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, სოციალურ ქსელში „სქრინები“ გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ აყენებენ შეურაცხყოფას:
„მოგესალმებით ყველას, მე ვარ მაგდალინა თოდუა, ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, პედაგოგი, დედა და უბრალოდ საქართველოს მოქალაქე.
ეს პოსტი არ არის იმის შესახებ, რომ ვინმეს წინააღმდეგ შავი კამპანია ან სოცქსელში კოლექტიური სასამართლო გავაჩაღო.
უბრალოდ, მინდა გიამბოთ რეალურად რა მოხდა და რატომ მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე.
აქტივისტი როსტომ ზარანდია, ბოლო თვეებია სოციალურ ქსელში მაკრიტიკებდა, ეს თავისი გამოხატვა მხოლოდ კრიტიკაში კი არა, არამედ საჯარო შეურაცხყოფაში გადადიოდა. მას არაერთხელ უწოდებია ჩემთვის „ტვენგე“, „ფოჩო“ და დამამცირებელი ეპითეტები – კომენტარებში, საჯარო პოსტებში.
თავიდან ვცდილობდი არ მეპასუხა. ვგრძნობდი, რომ ვიღაცისთვის ჩემი პოზიცია, სამუშაო, ან უბრალოდ მიუღებელი იყო და ეს მისი უფლებაა, მაგრამ ბულინგმა გამუდმებული ფსიქოლოგიური ზეწოლის ფორმა მიიღო და სწორედ, აი ამიტომ მივმართე სასამართლოს.
არ მინდოდა კონფლიქტი, მაგრამ როცა პირადი შეურაცხყოფა ყოველდღიური გახდა, მივიღე გადაწყვეტილება, დამეცვა საკუთარი ღირსება – იმავე სამართლებრივი გზით, რომელიც ყველასთვის არსებობს.
სასამართლოში წავიღე რამდენიმე მტკიცებულება – პოსტები, კომენტარები. იქვე განვაცხადე, რომ ჩემთვის მთავარია ის შეწყდეს და ადამიანები მიხვდნენ, რომ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფაც შეიძლება რეალურ ზიანად იქცეს.
სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა პატივისა და ღირსების შელახვას. როსტომ ზარანდიას მიესაჯა 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა – ეს იყო სასამართლოს გადაწყვეტილება. მე უბრალოდ მოვითხოვე ჩემი უფლების დაცვა.
ვისურვებდი, გონს მოეგოს ყველა ვინც, სხვის შეურაცხყოფას „ბრძოლას“ ეძახის.
სამწუხაროდ, როცა სიმართლეს არ ლაპარაკობ – სხვები იწყებენ მის შეთხზვას. გუშინვე გავრცელდა სპეკულაცია, თითქოს მე „მეგობარი ჩავსვი ციხეში“. ეს აბსოლუტურად მცდარი, დამახინჯებული ინტერპრეტაციაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანს ემსახურება. რაც, სამწუხაროდ, გარკვეულ ადამიანებს გამოუვიდათ კიდეც.
ასე მაგალითად, „სიმართლის მოყვარულმა“ ჟურნალისტმა {რომლის ვალია დაადგინოს ჭეშმარიტება} ნანუკა ჟორჟოლიანმა ჩემი ფოტო „ფეისბუკზე“ განათავსა და მასზე დამყარებული მცდარი ინფორმაციით, პრაქტიკულად საჯარო ლინჩი მომიწყო.
ამავე პოსტში (და კომენტარებში) თვალში მეცა ქალთა უფლებების ცნობილი „დამცველის“ ბაია პატარაიას კომენტარი. სამწუხაროა, ვინც სხვების დაცვას იბრალებს, თავად უწყობს ხელს ქალების მიმართ სიძულვილს.
მადლობა ყველას, მხარდაჭერისთვის.
პოსტს ვურთავ სქრინებს“, - წერს მაგდალინა თოდუა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ზაფხულის მშვენიერი დღე თბილისში“ - დალი ჩიტალაძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს
⭕თიკა ჯამბურია შვილთან ერთად ციხისძირში პოზირებს - „ორი ერთნაირი, ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს“
🎥 ნაკბენი, ნაკაწრი, ჭრილობა - როდის გვჭირდება ტეტანუსის ან ცოფის საწინააღმდეგო აცრა?