Digest Logo

🎥 ნაკბენი, ნაკაწრი, ჭრილობა - როდის გვჭირდება ტეტანუსის ან ცოფის საწინააღმდეგო აცრა?

1752156828
ნაკბენი, ნაკაწრი, ჭრილობა

ზაფხული არის სეზონი, რომელიც ბუნებაში გვიხმობს. გავიდეთ, ბავშვები ვათამაშოთ, ვიმოგზაუროთ, რაც ღია სივრცეს უკავშირდება. 

სწორედ ასეთ დროს იზრდება რისკი იმ დაავადებისა, რომლებიც ხშირად სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათოა. 

ცოფი და ტეტანუსი - ორი ყველაზე მომაკვდინებელი ინფექციაა, რომელთა პრევენცია 100%-ით შესაძლებელია.

როგორ დავიცვათ საკუთარი თავი და შვილები ნაკბენის, ან ჭრილობის შემთხვევაში, ვის სჭირდება ვაქცინაცია და რატომ შეიძლება იყოს უმნიშვნელო ჭრილობაც კი სერიოზული საფრთხის მიზეზი - აღნიშნულ თემებზე გადაცემაში „იმედის დღე“ ქირურგმა, რადიოლოგმა ბადრი ბაზაევმა ისაუბრა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაუზიარა:

„ცოფით დაავადებული ცხოველი ყოველთვის აგრესიული არ არის, არც მისი ქცევაა ერთნაირი. ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურობით გამოირჩევა, მაგრამ არსებობს პერიოდი, როდესაც ცხოველი უკვე დაავადდება და უკვე გამავრცელებელია ვირუსის, რამდენიმე დღის მანძილზე კლინიკური ნიშნები საერთოდ არ აღენიშნება. 

ცოფი არის ვირუსული ინფექცია, რომელიც ნერწყვით გადაეცემა. ძირითადად ვრცელდება ძაღლების, კატების და გარეული ცხოველების ნაკბენით. 

სიმპტომების გამოჩენის შემდეგ გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელია. 

მხოლოდ დროული ვაქცინაცია იხსნის სიცოცხლეს“, - ამბობს ბადრი ბაზაევი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ფსიქოლოგ ზაზა ქოიავას რჩევები ადამიანებს, ვინც ურთიერთობიდან მოულოდნელად მიდიან - „თავადაც ეშინია ან მანიპულატორია“

🎥 როგორ დავეხმაროთ ადამიანს, რომელსაც დეპრესიის სიმპტომები აქვს და რომელ ქცევაში შეიძლება ამოვიცნოთ აღნიშნული მდგომარეობა

„საქართველოში აპლოდისმენტები სხვაგვარად ისმის - თითქოს დრო ჩერდება და სისხლი წინაპრების მელოდიით მოძრაობს“ - გიორგი ფოცხიშვილის გულახდილი ინტერვიუ