Digest Logo

„ვისაც აღიზიანებს ჩემი პოსტები წამშალეთ ჩემი გვერდია და როცა ვწერ ცოტა მეშვება გულზე ხოლმე...“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი

1685167897
მაიკო კაჭკაჭიშვილი

მომღერალი მაიკო კაჭკაჭიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე თავისი განწყობის შესახებ პოსტს აქვეყნებს და წერს რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნების პოსტები მის ემოციურ მდგომარეობას ოდნავ ამსუბუქებს და იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც ამ სტატუსებით წუხდებიან:

„ვისაც აღიზიანებს ჩემი პოსტები წამშალეთ ჩემი გვერდია და როცა ვწერ ცოტა მეშვება გულზე ხოლმე ….
ისეე ბევრმა მითხრა ნეტა ბაბუაშენის ასაკამდე ყველა მივიდეთო და ღიმილით ჩამეხუტნენ თითქოს რაიმე კარგი ხდებოდა…

ხო და როგორ ავხსნა რომ ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს როცა ადამიანი ძალიან გიყვარს …

რაც ბაბუა წავიდა ეს დღეები რაღაც უჩვეულო სიმშვიდეს ვგრძნობ პანიკური შიშები რომ მქონდა ბოლომდე მომეხსნა უბრალოდ სევდიანი ვარ და ჩემი ფუმფულა ბაჩუნა ბაბუა მენატრება და მენანება .. როგორი ბედნიერი ვარ იმით რომ არაფერს არ ვაკლებდი, ერთი სული მქონდა ჟურნალების ახალი ნომრები გამოსულიყო რომ ეგრევე ამომეტანა, მთელ მსოფლიო ჩემპიონატს ერთად ვუყურეთ ახლა კვარას მატჩებზე ცრემლები მოსდიოდა რო ვყვიროდით კვარას გოლებზეე იცინოდა ბედნიერდებოდა ყველაზე მეტად ხაჭაპური უყვარდა და რაც მე ხაჭაპური ვუცხვე თამამად შეიძლება ითქვას რომ სუპერ პროფესიონალი ვარ  
ზომით პატარა წამალს რომ მივცემდი მეტყოდა - ამან რა უნდა მიქნას ბაბუა.
დიდ წამალს კმაყოფილი სვამდა დიდი რომ იყო ეგონა უფრო უშველიდა  
ამდენი ზრუნვა რაც ბედნიერებას მანიჭებდა ეგეც თან წაიღო…
ახლა შევალ ოთახში დავჯდები მის სკამზე გამოვალ უკან ცარიელი და ასეე….
სასტიკია ცხოვრება“, - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვაიმე, თბილისში მივდივარ!“ - ზაზა ფაჩულიას შვილი სიხარულისგან აუზში გადახტა

🎥 საქართველოს დროშათა ისტორია

🎥 ნინი შერმადინის ემოციურად შესრულებული საქართველოს ჰიმნი ნიუ-იორკში