Digest Logo

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულ ნინო ჭელიძესა და მის 7 წლის შვილს დღეს, 24 ნოემბერს დაკრძალავენ

1795500160
ფონიჭალა ფონიჭალა

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილ ნინო ჭელიძესა და მის 7 წლის შვილს დღეს დაკრძალავენ, უბედური შემთხვევის კიდევ ერთ მსხვერპლ, ჯაბა საყევარაშვილს კი - ხუთშაბათს, 26 ნოემბერს.

19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.

მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ნუ დაგეგმავთ საქმეებს, სადაც მოგება გსურთ...“ - 24 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

⭕ქეთი გომართელს ახალი, 15 წლით უმცროსი რჩეული ჰყავს - „ჩემი ერთადერთი“

⭕„მოულოდნელი ცვლილებები გაჩვენებთ აქამდე უხილავ გზას...“ - 24 ნოემბრის ასტროლოგიური მოვლენები

✕