Digest Logo

🎥 „ვისაც სუხიშვილების დისციპლინა არ მოგწონთ, უყურეთ ამას“ - იუნა შაფათავა ნინო სუხიშვილს მხარდაჭერას უცხადებს

1695489482
იუნა შაფათავა

ცოტა ხნის წინ სუხიშვილების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე რეპეტიციის კადრები გავრცელდა, სადაც ნინო სუხიშვილი მოცეკვავეებს მიმართავს.

აღნიშნულმა კადრებმა საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია, რასაც ვერ ვიტყვით მსახიობ იუნა შაფათავაზე, რომელმაც ახლახან ნინოს მხარდაჭერა საჯაროდ გამოუცხადა.

„ვისაც სუხიშვილების დისციპლინა არ მოგწონთ, უყურეთ ამას, ალინა კაბაევას ლეგენდარული მწვრთნელი როგორ ეჩხუბება, დამავიწყდა დადება.

მე არ ვამართლებ, პატარა ნიჭიერ ბავშვებს რომ „ტეხავენ“ უნიჭო პედაგოგები, მაგრამ როცა საქმე ცეკვას ეხება და ვისაც არ ესმის, რა კონკურენციაზეა ლაპარაკი მსოფლიოში, მაინც ვერ გაიგებს - და ანსამბლს აქვს უზარმაზარი სახელი და რეპუტაცია, ვინ არ იცნობს მსოფლიოში - ვიღაცის კაპრიზზე ამას ხელმძღვანელი ვერ დათმობს, და არც არის საწყენი

არ გინდა ცეკვა ანსამბლის პირობებზე - უამრავი მსურველია. ცეკვა დისციპლინის გარეშე შეუძლებელია.
შეუცვლელი ანსამბლის მოცეკვავე აღარ არსებობს. ყველას უნდა სახელი და სცენა, დაფიქრდით, რას უწუნებთ საქართველოს სავიზიტო ბარათს. იყო ziegfeld girls, არის rockettes. ბროდვეის კასტინგზე ვინც არ არის ნამყოფი, სჯობს, ნერწყვი გადაყლაპოთ - გაუგონარი კონკურენციაა,ძლიერი, ლამაზი, ტანადი, შუბის ისარივით დათლილი უცხიმო შოლტივით გოგოები, ცეკვა სიმღერა და მსახიობობა ყველაფერი რომ შეუძლიათ და მითითებებს გაფაციცებით ისმენენ.

звездная болезнь ვარსკვლავის ავადმყოფობა ღუპავს მოცეკვავესაც, მომღერალსაც და მსახიობსაც. მით უმეტეს ანსამბლის მოცეკვავეს. უნდა „იპახაო“ ყოველდღე, ყოველდღე ამტკიცო, რომ მზად ხარ და მაგარი ხარ, თუ არა და სხვა, შენზე მონდომებული გადაგახტება.

ბრავო, ანსამბლის ხელმძღვანელს, ამას ჰქვია dedication თავისი საქმის თავდადება და იმავეს სთხოვს მოცეკვავეებს, მორჩა კინო . იქ კომენტარებში დედები წერენ - ჩუსტი დარჩა, არ უნდოდა წასვლა - ჩემ დას ვარჯიშზე ჩოგანი რომ დავიწყებოდა ან ბოტასი, რა სპორტსმენი დადგებოდა.

მაგარი უცნაური ხალხი ხართ… ამიტომაა მამიჯან ჰოპ-ლა ხალხის იმედზე რომ ხართ.
დღევანდელ ავადმყოფურად კონკურენციულ სამყაროში, აცადეთ პროფესიონალს, თავისი ლეგენდა აკეთოს“, - წერს იუნა შაფათავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რატომ არ შეუძლია ქორწინება და შვილის ყოლა გოგა მანიას და როგორ კვდება და იბადება ის დღეში ათჯერ

🎥 „ქეთევანისგან განსხვავებით, გაცილებით მშვიდი და უფრო წყნარი ვარ... როცა ვბრაზდები ცოტა ვგავარ“ - როგორ ცნობენ თათულის და თამუნას

„ოქტომბერი, მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომის თვეა, წელს განსაკუთრებულად „ცხელი“ იქნება“ - ასტროლოგის პროგნოზი