
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც განმარტავს თუ ვისი პასუხისმგებლობაა სურსათის უვნებლობა:
„ვისი ვალდებულებაა სურსათის უვნებლობის დაცვა?
პასუხი მარტივია — ყველას.
მაგრამ მოდი, დავაზუსტოთ:
1. მწარმოებელი/იმპორტიორი:
ის, ვინც სურსათს ამზადებს ან ქვეყანაში შემოაქვს, ვალდებულია უზრუნველყოს, რომ პროდუქტი უვნებელია და შეესაბამება კანონით განსაზღვრულ სტანდარტებს.
ეს პირველი რგოლია და პასუხისმგებლობაც ყველაზე დიდია
2. დისტრიბუტორი/გამყიდველი:
მაღაზიამ, ბაზარმა, რესტორანმა, კაფემ თუ სუპერმარკეტმა უნდა შეამოწმოს პროდუქტის ვადები, შენახვის პირობები და ეტიკეტირება.
უვნებლობა მხოლოდ წარმოებაზე არ მთავრდება
3. სახელმწიფო კონტროლი:
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უნდა შეამოწმოს, რამდენად იცავენ ბიზნესები წესებს და მიიღოს ზომები, თუ კანონი ირღვევა. კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია
4. მომხმარებელი — ანუ ჩვენ:
ჩვენი ვალდებულებაა გავიგოთ, რა გვინდა და რას ვყიდულობთ: წავიკითხოთ ეტიკეტი, დავაკვირდეთ ვადას, არ შევიძინოთ საეჭვო პროდუქტი.
ინფორმირებული მომხმარებელი — უვნებელი სურსათის გარანტიაა!
სურსათის უვნებლობა გუნდური საქმეა — შენი, ჩემი და მათი. მოდი, ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ თეფშზე რაც იდება, უვნებელი იყოს“, - წერს ირაკლი არაბული.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: