ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც ბოროტი ადამიანებს შესახებ წერს. მისი თქმით, მან უკვე ისწავლა თაღლით, ბოროტ, ვირეშმაკა, ნაძირალა ადამიანებთან ცხოვრება.
„მთავარი პრობლემა იცით რა არის?
ზოგიერთმა ადამიანმა არ იცის, რომ ბოროტია და საშიში, არ იცის და ვერ ხვდება, რომ შეიძლება იყოს შურიანი, გულღრძო, ბოროტი და მზაკვარი. პირიქით ბოროტებმა იციან, რომ ისინი კეთილები არიან, კეთილ საქმეს აკეთებენ და უფალს ადიდებენ.
მე უკვე ვისწავლე, თაღლით, ბოროტ, ვირეშმაკა, ნაძირალა ადამიანებთან ცხოვრება. რა ვქნა სხვანაირად არ შეძლება, მათ მე ვერ შევებრძოლები, ვერ მოვერევი და ვერ შევცვლი.
როგორც სარეველა არ გამოილევა დედამიწაზე, ისე ბოროტი არ დაილევა.
თუ ბუნებას დააკვირდები, ყველაფერს გკარნახობს, როგორ უნდა მოიქცე. გონიერი ადამიანი სარეველას თხრის და ყრის, რათა ნათესები არ დაუზიანოს.
ადამიანის ენაზე ამოთხრა ნიშნავს, განეშორე ბოროტს, შურიანს, ამპარტავანს.
ყველაზე დიდი შეცდომაა, როცა ადამიანის გეშინია და მასთან ურთიერთობ.
გამოცდილება: მე, ბილიკი დავაგე მყარი ფილებით და აღარ ამოდის სარეველა ჩემს გზაზე. ამიტომ დავდივარ თავისუფლად. ხანდახან ამოყოფს ხოლმე თავს ფილებ შორის, მაგრამ არ ვერჩი, სუსტები არიან, ისედაც ვერ გაიზრდებიან.
ადამიანი სასწაულებს ეძებს სხვაგან, სხვა მოვლენებში, არა და… ყველაზე დიდი სასწაული თავად ადამიანია, თავისი მოსვლით დედამიწაზე, თავისი ყოფით, ცხოვრებით და გარდაცვალებით.
ლიმონი სასარგებლოა, მაგრამ ბევრ არ შეიძლება.
ბევრი ყველაფერი მავნებელია, მათ შორის სიმდიდრე, ამიტომ, ზომიერებას არაფერი სჯობს.
იყავი ზომიერი და ახარე გული.
იყავი ზომიერი და შეირგე.
იყავი ზომიერი თორემ, ამოგამწარებენ“, - წერს გიორგი ჯაჯანიძე.