ფსიქოანლიტიკოსი, ფსიქოთერაპევტი, არტთერაპევტი, ჰიპნოთერაპევტი მარინა კოლხიდაშვილი სოციალურ ქსელში ისტორიულ შეცდომაზე საუბრობს და ამბობს, რომ ვიტამინი D სინამდვილეში არ არსებობს.
როგორც თავად აღნიშნავს, ის არის ძლიერმოქმედი ენდოკრინული ჰორმონი და მეცნიერებამ ეს კარგად იცის:
„ვიტამინი D“ უბრალოდ არ არსებობს - იცოდით?!
1922 წლის ისტორიული შეცდომა და რეალობა D-ჰორმონის შესახებ:
როდესაც ბავშვს „ყოველი შემთხვევისთვის“ D ვიტამინის წვეთებს ასმევთ, თქვენ მას რეალურად ყოველდღე ხელოვნურ ჰორმონალურ თერაპიას უტარებთ!
ეს არის სამედიცინო ფაქტი, რომელზედაც ხმამაღლა თითქმის არავინ საუბრობს.
ბევრი მშობელი აწყდება აუხსნელ პარადოქსს: ბავშვი თვეობით იღებს პრეპარატს, მაგრამ ანალიზში მაჩვენებელი მაინც დაბალია, ხოლო სიმპტომები: კბილების დაგვიანებული ამოჭრა, ძვალსახსროვანი სისუსტე თუ კეფის ოფლიანობა, უცვლელი რჩება.
რატომ?
იმიტომ, რომ „ვიტამინი D“ არ არსებობს. ის არის ძლიერმოქმედი ენდოკრინული ჰორმონი (სეკოსტეროიდი)!
როგორ გაიპარა ეს ისტორიული შეცდომა?
1922 წელი: ბიოქიმიკოსმა ელმერ მაკკოლუმმა თევზის ქონში აღმოაჩინა ელემენტი, რომელიც რაქიტს კურნავდა.
ვინაიდან ის A, B და C-ს შემდეგ რიგით მე-4 აღმოჩენილი ნივთიერება იყო, მას ავტომატურად D ასო მიანიჭეს და „ვიტამინი“ უწოდეს.
შეცდომა: მაშინ მიიჩნევდნენ, თითქოს ეს ჩვეულებრივი საკვები ნივთიერება იყო, რომელსაც სხეული თავად ვერ აწარმოებდა.
დღეს მეცნიერებამ იცის, რომ ის ჰორმონია!
თუმცა, სახელი იმდენად დამკვიდრდა, რომ მშობლები მას ახალშობილებს უშიშრად ასმევენ, თითქოს უბრალო წყალი იყოს.
სანდო წყაროზე დაყრდნობით“, - წერს მარინა კოლხიდაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: