Digest Logo

„ვკითხოთ ახლობლებს, ასეთი შეკითხვები: რატომ მეგობრობ ჩემთან? რატომ გიყვარვარ?“ - რას წერს ლევან შელეგია

1768194966
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკში“ მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ყველაფრის სიყვარული საკუთარი თავის შეყვარებით იწყება და აუცილებელია, ადამიანებმა ეს შეძლონ.

„პეპლებს საკუთარი ფრთების დანახვა არ შეუძლიათო, შემომხვდა სადღაც.

არადა, ზუსტად რომ ფრთების სილამაზე იქცევს მათდამი ჩვენს ყურადღებას, მოწონებას, ინტერესს, სიყვარულს.

ადამიანებიც ასე ვართ ხშირად - ვერ ვხედავთ საკუთარ თავებში იმას, რის გამოც ვუყვარვართ პარტნიორს, მეგობრებს, კოლეგებს, ახლად გაცნობილ ხალხს ...

სამაგიეროდ გვიადვილდება უკმაყოფილება, თვითკრიტიკა, ნაკლების პოვნა, ვერ მიღწეულზე ჩაციკლვა, ნაოჭებზე გაბრაზება, ბედნიერების გადადება, საკუთარი თავის ჩაგვრა, ბულინგი, შეურაცხყოფაც კი.

ხო და, უნდა გავაკეთოთ ექსპერიმენტი: ვკითხოთ ახლობლებს, მთელი სერიოზულობით, ასეთი შეკითხვები:

რატომ მეგობრობ ჩემთან?

რატომ გაქვს ჩემთან ასეთი ახლო ურთიერთობა?

რატომ გიყვარვარ?

თუ გინდათ, მე დამაბრალეთ, ჰაუსმა დაწერა და დაგვავალა მის გამომწერებსო.

როგორ ხედავ საკუთარ თავს განაპირობებს შენს ხასიათს, განწყობას, შემართებას, თავდაჯერებულობას, წარმატებას, სოციალურ ურთიერთობებს, პროფესიულ წინსვლას, ჯანმრთელობას, გამოჯანმრთელებას...

პეპელაზე მეტს ვერ გეტყვით ვერაფერს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ჩვენი ფერადი, უნიკალური, საოცარი „ფრთების“ დანახვაც და შეყვარებაც.

რამე თუ სულ ყველაფრის სიყვარული საკუთარი თავის შეყვარებით იწყება!

ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

🔵„დილით, უზმოზე, აიღეთ ჭიქა წყალი და ჩურჩულით უთხარით თქვენი კვირის მთავარი მიზანი“ - ორშაბათის რიტუალი