საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თეირანის „პერსეპოლისის“ ცენტრალური მცველი, გიორგი გველესიანი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს.
„ვლოცულობ მშვიდობისთვის #ირანი“, - წერს გველესიანი „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ სთორის ფოტოზე.
გველესიანი უკვე მრავალი წელია ირანის ერთ-ერთ წამყვან კლუბში თამაშობს და მისი სტაბილური და ძლიერ დაცვითი თამაში მას ნაკრების მნიშვნელოვან ფიგურად აქცევს.
ცნობისთვის, სამხედრო დაპირისპირება, რომელიც ირანსა და აშშ/ისრაელს შორის 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყო, დღესაც გრძელდება. ამერიკულმა მხარემ ირანში არაერთი დრონი და რაკეტა ჩამოაგდო, რასაც ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა.
უცნობია, იმყოფება თუ არა ფეხბურთელი ამჟამად ირანში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ამ პროდუქტების გაცხელება არ შეიძლება! - რა უნდა გავითვალისწინოთ საკვების მიღებამდე
⭕„არ დაკავდეთ სარისკო საქმეებით და ექსტრემალური სპორტის სახეობით“ - 13 მარტის მეტაფიზიკური პროგნოზი