Digest Logo

„ვტირი ყველგან, სადაც შეიძლება და იქაც, სადაც უხერხულია ტირილი, მაგრამ რა ვქნა, არ მრცხვენია, ასეთი ვარ მე“ - რას წერს შოთო სიხარულიძე

1714807098
შოთო სიხარულიძე

ემიგრანტთა იმედი - შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„გარდაცვალებას რომ გავიგებ ახლობელის მეგობრის, ძვირფასი ადამიანის როცა გამაგებინებენ ვტირი ყველგან, სადაც შეიძლება და იქაც, სადაც უხერხულია ტირილი. მაგრამ რა ვქნა არ მრცხვენია, ასეთი ვარ მე...

ხანდახან ამ ტირილს მოჰყვება ნებისმიერ თემაზე ისტერიული სიცილი. ბოლო პერიოდში ძალიან ემოციური გავხდი და ძალიან მძიმედ გადამაქვს ეს ყველაფერი... ამდენი ტრაგედიების გამო ალბათ...

ამ ბოლო დროს კი ბევრი ძალიან ძვირფასი ადამიანი დავკარგე, გარდაიცვალნენ ის ადამიანები, რომლებმაც ჩემში ძალიან დიდი დანაკლისი გამოიწვიეს და ჩემი ნახევარი გულიც წაიღეს.. მათმა უდროოდ წასვლამ სამუდამო დაღი დამასვა ტკივილი არ ნელდება... მეუბნებიან, შოთო დრო კურნავსო და შენც მალე კარგად იქნებიო, ასე ნუ განიცდიო და მე ამას ვიტყვი და გეტყვით რომ დრო კი არ კურნავს, უბრალოდ გვასწავლის ტკივილთან შეგუებას...

ალბათ გავა დრო და მეც შევეგუები უშენობას, გადავიტან ამ დიდ ტკივილს,რომელიც ღრმა იარას ტოვებს ჩემს გულში..იცი რით ვხსნი ამ ყოველივეს? ერთი ფრაზით: ალბათ ასე ეწერა ბედისწერამ განგებამ თუ რაც გინდათ დაარქვით იმან ასე იყო საჭირო იქაც კარგები უნდათო....რა ვიცი... 

ჩემს გარდაცვლილ მეგობარს ვხედავდი ყველგან და ყველაფერში, ვცდილობდი მომეგონებინა მისი სუნი, ვუსმენდი მის საყვარელ მუსიკას, წერილებს ვწერდი, რომელსაც ვერსად ვერ გავაგზავნიდი. იმ მოკლე და იშვიათ მომენტში, როცა შეიძლება რაღაც გამხარებოდა, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რომ მე შემეძლო ისევ მეცოცხლა მას კი — აღარ.

ადამიანები სხვადასხვანაირად განვიცდით ემოციებს. თავს უფლება უნდა მისცე, იმდენ ხანს იყო ცუდად, რამდენიც საჭიროა. ხოლო თუ ერთ დღესაც გაიღვიძებ და თავს კარგად იგრძნობ, არც ამის გამო იქნები დამნაშავე“, - წერს შოთო სიხარულიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩვენო დასავლელო პარტნიორებო, ეგებ თქვენც გენახათ ეს ვიდეოც და ამ ე.წ. ჟურნალისტის მინაწერი“ - რას წერს ნინიკო მშვიდობაძე

მართლმადიდებელი სამყარო იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდება

„არ მინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს, მით უმეტეს იმ ხალხმა ვინც ჩემს ყოველ ნაბიჯს აკრიტიკებდა“ - ხვიჩა კვარაცხელია