Digest Logo

„ვწერ ამას ყველაფერს და სახტად ვერ დარჩენილი, მივხვდი რას ნიშნავს ცოცხალ-მკვდარი“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

1778042866
გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ტელეწამყვანმა მორიგი მისი ხედვით, ფილოსოფიურ-ცხოვრებისეული პოსტი გაავრცელა:

„ძალიან რთული იყო, მაგრამ სანამ შევძელი, დილამდე გაუძელი და ვუსმენდი.

მე თითქმის არ ვლაპარაკობდი, არა იმიტომ სათქმელი არ მქონდა, არამედ იმიტომ, რომ აზრი არ ჰქონდა ჩემს საუბარს „შეაყარე კედელს ცერცვი''

ძალიან რთულია როცა ადამიანს ჰგონია, ცამდე, ყველასთან თავი მართალია. ჰგონია მისი შურთ, მას ებრძვიან და მისი ჩაძირვა უნდათ. ოღონდ მიზეზები არ იცის და უკვირს, რა დააშავა.

დააშავა, ძალიან დააშავა, პირველ რიგში საკუთარ თავს დაუშავა, მერე ყველას დაუშავა, თავისი არასწორი დამოკიდებულებით.

მას უნდა, ყველას უყვარდეს - თავად არავინ არ უყვარს.
ყურადღებას ითხოვს - თავად უყურადღებოა.
ფულს ითხოვს და არ უნდა თავად გასცეს.
ეჭვებმა შეიპყრო, რომ ყველა მისი წინააღმდეგია.

საწამლავი არ ყოფილა რაღაც სითხე, ან რაღაც ფხვნილი, ადამიანს შეუძლია სასტიკი მოწამვლით მოწამლოს საკუთარი თავი, ფიქრებით და აზრებით.

მისი არავისი არ სჯერა, იმიტომ, რომ არავინ უყვარს.

ყველა გაურბის, არავის არ აინტერესებს მასთან ურთიერთობა, იმიტომ, რომ თავად არ აინტერესებს სხვები.
ვთხოვე, დავწერ, არ გეწყონოს, ვინმეს გამოადგებათქო.

არა - არ უთქვამს, გამიტარა.

ბევრი კარგი მახსოვს მისი, შემიძლია ვთქვა, რომ მიყვარს, მაგრამ ვერ ვშველი და რა ვქნა.

ახლა მივხვდი, რომ ამბობენ, პატარა და დიდი ამპარტავნებაო, სასტიკი, მძიმე, გაუგონარ ამპარტავნებაშია.

ჰგონია, შეუცდომელი აზრები აქვს, ყველაფერი იცის, ყველას ჯობია, ყველასთან ერთგულია, სიკეთით სავსე და მზრუნველი.

ვწერ ამას ყველაფერს და სახტად ვერ დარჩენილი, მივხვდი რას ნიშნავს ცოცხალ მკვდარი.
განდიდების მანიით შეპყრობილი.

ის მკვდარია, ოღონდ მან არ იცის, რომ მოკვდა“, - წერს გია ჯაჯანიძე.