უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ჯამბულატ ხოფერიას მამა არჩილ ხოფერია ფეისბუკის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მოქალაქეობა არ არის რაინდული ფენომენი და იგი ძალიან ზოგადია.
„ვცოცხლობთ - საქართველოსთვის...
ვიბრძვით - საქართველოსთვის...
და თუ ვიღუპებით, იმისთვის რომ იცოცხლოს საქართველომ...
თავად მოქალაქეობა არ არის რაინდული ფენომენი და იგი ძალიან ზოგადია. აი, ქართველობა კი, როგორც ერთმა კარგმა ქართველმა და დიდმა ფილოსოფოსმა თქვა, რაინდული ფენომენია და რაინდობა კი, პირველ რიგში, ნებაა. აი, ამ სამ რამეზე დაფუძნებული ნება და როცა ამ ნების მატარებელ ხალხს, 2-დღიანი წიგნაკის წართმევით აშინებ შენი ჭკუით, იმასთან ერთად რომ დაუფიქრებელი, აუწონავი ნაბიჯია, ამასთან ერთად სახიფათოცაა...“, — წერს არჩილ ხოფერია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„რაღაც ასე მგონია, რომ მიშას გააგორებენ...“ - რას წერს ნინო ლაბარტყავა
🔵„ცრუ მეცნიერება, ასტროლოგია, მიიჩნევა მეცნიერებად საქართველოს მოსახლეობის 90%-ში“ - გიორგი ფხაკაძე