Digest Logo

🎥 „ვუყურებ ჩემ წინ დგას კაცი, რომელსაც ხუთი ტყვია მოხვდა...“ - რას წერს თავდაცვის ძალების ოფიციალური გვერდი?

1732599624
თავდაცვის ძალები

თავდაცვის ძალების ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში ფოტოგრაფ დავით თაბაგარის ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც იგი ერთ-ერთ სწავლებაზე, ვაზიანში გადამხდარ ამბავსა და ჯარისკაცების გმირობაზე წერს:

„დღეს ასეთი ამბავი გადამხდა თავს. დიდად წერის ნიჭი და მხატვრული წერა ჩემი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა მაგრამ უნდა მოვყვე ეს ისტორია

დილით ვაზიანში სწავლებაზე ვიყავი, სანამ უშუალოდ მოქმედებები დაიწყებოდა ჯარს შევერიე და ვიღებ ახლოდან მომზადების პროცესს.

საერთოდ ასეთ დროს გამოდის ხოლმე საუკეთესო ფოტოები რომ არ იცის ადამიანმა რომ უღებ იმის ემოცია სახეზე ყოველთვის გულწრფელია ხოლმე.

სანგრის შუაში ვარ მისული სადაც საცეცხლე, პოზიციებზე დგანან ჯარისკაცები უცებ სიტყვა მესმის მაგრამ ეს ხმა უკვე მოსმენილი მაქვს დაამთავრა თუ არა წინადადება, ნამდვილად ის იყო თემურ ცირდავა ის ჯარისკაცი აგვისტოს ომის მონაწილე რომ არის , მინდა რამე ვთქვა და ვერაფერს ვიძახი, მინდა გამოველაპარკო მაგრამ ვერ ველაპარაკები, ვუყურებ ჩემ წინ დგას კაცი რომელსაც ხუთი ტყვია მოხვდა ამ ფიქრში სადღაც გავიდა და გავაყოლე თვალი და ის მომენტი მახსენდება ინტერვიუში რომ ამბობს „მადლობა ღმერთს ისევ იმ ფორმაში ვარ და ისევ შემიძლია ბრძოლაო “ ვუყურებ ისე მიდის არაფერი არ ეტყობა ამ კაცს ორი ტყვია ზურგში რომ აქვს დარჩენილი.

ეს ყველაფერი ისე ხდება ვდგავარ ვერ ვმოძრაობ და თვალს ვაყოლებ მაგრამ არაფრით გამოირჩევა სხვა ჯარისკაცებისგან მობრუნდა ამასობაში რომ ვერაფერი მოვიფიქრე ტყვია როდის უნდა ამოიღოთ მეთქი ღიმილით ვუთხარი. გამიცინა მიცანიო? კი მეთქი და ჩავეხუტე.

მე მის ხმას რა დამავიწყდა ერთი სიტყვის თქმით ვიცანი, ყველა სიტყვა მახსოვს იმ ვიდეოში რასაც იძახის.

თქმა ბევრის მინდოდა მაგრამ არ იყო მარტივი ნამდვილად.

ბევრი რომ არ გავაგრძელო თემურ ცირდავას ისტორია ამ ვიდეოში შეგიძლიათ მოუსმინოთ https://www.facebook.com/story.php?story_fbid=10221206446491426&id=1253737170

ჩემი სათქმელი ის არის რომ ეს ვიდეო საზეპიროდ იცოდეთ და გახსოვდეთ ვინ მტერია და ვინ მოყვარე, გახსოვდეთ ჩვენი გმირის ხმა და სადმე თუ შეგხვდათ მადლობა უთხარით ქვეყნის სამსახურისთვის.

ჯარისკაცი რომ ხარ უკვე ნიშნავს რომ თავს ქვეყანას უძღვნი როგორც თუთისანმა და როგორ ყველა იმ ადამიანმა მიუძღვნა ვინც ქვეყნის სადარაჯოზე დაიღუპა სხვა და სხვა დროს.

ჯარისკაცს რომ დაინახავთ პატივი ეცით და მადლობა გადაუხადეთ საქმით და სიტყვით.
იმისთვის რომ წამს არ დაფიქრდებიან ისე წავლენ ტყვიაზე საქართველოსთვის“, - ციტირებს ფოტოგრაფს თავდაცვის ძალების სოციალური გვერდი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

უამინდობის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

„ერთი წელია ისევ ერთად ვართ, ორმოცწლიანი განშორების შემდეგ და გვგონია, რომ მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ“ - რას წერს ნინო კვარაცხელია