10-დღიანი შიმშილი, 5 დღე სიბნელეში, ერთ კვირაზე მეტ ხანს მიწის ქვეშ ცხოვრება, კუბოში - აქტივობები, რომლებსაც ქართველი „იუთუბერი“, გიგი ქათამაძე სიცოცხლის ფასად რისკავს.
იგი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და საზოგადოებას სხვადასხვა ქვეყანას აცნობს. ასევე ხშირად სტუმრობს ეგზოტიკურ ადგილებს და ცდილობს მისი ვიდეოები მაქსიმალურად ექსტრემალური გამოვიდეს.
ამჟამად მას „იუთუბიზე“ 254 ათასი გამომწერი ჰყავს, თუმცა ამას გარდა გიგი ქათამაძე სხვა სოციალურ პლატფორმებზეც აქტიურია და დიდი პოპულარობით სარგებლობს.
გიგი ქათამაძე ახალ ვიდეოს აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ იგი Ironman-სთვის ემზადება. „იუთუბერმა“ კი გადაწყვიტა ამისთვის ახალი „ჩელენჯები“ გაეკეთებინა, როგორიცაა: ყინულიანი აბაზანები 30 დღის განმავლობაში, ველოსიპედით რამდენიმე ათეული კილომეტრის გავლა, სირბილი, ლურსმებზე დგომა და ცეცხლზე გავლა.
ცნობისთვის, Ironman Triathlon მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული და პრესტიჟული სპორტული შეჯიბრებაა, რომელიც ე.წ. „რკინის დისტანციის“ ტრიათლონს (სამი სახეობის სპორტი) წარმოადგენს.
იგი აერთიანებს სამ სახეობას - ცურვას, ველოსპორტს და სირბილს.
შეჯიბრების სრული ფორმატი მოიცავს:
• 3.86 კმ ცურვას
• 180 კმ ველორბოლას
• 42.2 კმ მარათონს
ამ ყველაფრის შესრულება მონაწილეებმა უწყვეტ რეჟიმში, ერთ დღეში უნდა შეძლონ, რაც Ironman-ს გამძლეობისა და ფიზიკურ-ფსიქოლოგიური ძალის უკიდურეს გამოცდად აქცევს.
Ironman-ის პირველი შეჯიბრება 1978 წელს გაიმართა ჰავაიში და მას შემდეგ გლობალურ სერიად ჩამოყალიბდა.
დღეს ტურნირები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, ხოლო ყველაზე პრესტიჟული ფინალი კვლავ ჰავაიზე იმართება.
შეჯიბრებაში მონაწილეობენ როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული სპორტსმენები. მონაწილეთა მთავარი მიზანი მხოლოდ გამარჯვება კი არა, დისტანციის ბოლომდე დაძლევაც არის, რაც დიდ პირად მიღწევად ითვლება.
Ironman დღეს უკვე არა მხოლოდ სპორტული ღონისძიება, არამედ ძლიერი მოტივაციური სიმბოლოა, რომელიც ადამიანის გამძლეობასა და მიზანდასახულობას გამოხატავს.
ვრცლად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ერთ მშვენიერ დღესაც შენზე უბრალოდ უარს იტყვიან...“ - ლევან კობიაშვილი
🎥 წინაპრების ცოდვა შენზეც მოქმედებს? - ერეკლე შონიას განმარტება