2021 წლის 6 დეკემბერს პოეტ დიკა სალაყაიას და, ორსული ბაკო სალაყაია კორონავირუსით გარდაეცვალა.
მასთან დაკავშირებულ პოსტებს პოეტი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს და ბაკოსაც მუდამ იხსენებს.
ახლახან დიკამ ფეისბუკში შოკის მომგვრელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ გარდაცვლილი დის ქმარმა მას და მის ოჯახს დისშვილებთან ურთიერთობა აუკრძალა.
„ბევრი ვიფიქრე მეთქვა თუ არა, მაგრამ იძულებული ვარ… ტკივილის უხმოდ თმენაც შემიძლია და ხმამაღლა ამოთქმაც.
ჩემი ანგელოზი დის გარდაცვალების თარიღი მოდის…
ჩემმა ყოფილმა სიძემ მის ოჯახთან და ჩემს დის შვილებთან ურთიერთობა აგვიკრძალა ბაკოს ოჯახს, რადგან
ახალგაზრდა ძიძას არ სიამოვნებდა ეს. სანამ შესაძლებლობა მქონდა სულ ბავშვების გვერდით ვიყავი, როგორც შემეძლო, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძლიერი ოჯახი ჰყავს…
მაგრამ, დავაშავე…
დავაშავე, როცა მოვითმინე ფეხმძიმე ბაკოს ქმარმა წამალი არ მიუტანა..
დავაშავე, როცა მოვითმინე საფლავზე არ მოაკითხეს…
დავაშავე, როცა მითხრეს და ხმა არ ამოვიღე - „ისეთი ძიძა გვყავს დედობას უწევს ბავშვებსო”…
დავაშავე, როცა არც ბავშვის ნათლობა, არც ოპერაციის თარიღი - არასოდეს არაფერი მითხრეს და მოვითმინე.
დავაშავე, ჩემი მშობლების ნალოლიავებ სახლს რომ….
დავაშავე, როცა ძიძას კითხვა დავუსვი ბავშვის ჯანმრთელობაზე და იუკადრისა, ყოფილმა სიძემ კი ხელები მიშალა და მე გავჩუმდი…
არასოდეს რომ არ უკითხავს ბაკოს დედა, და, ოჯახი მის და მის ანგელოზებს შეწირულ ჩემი დის ქმარს და მაინც…
ვხვდებოდი, რომ ჩემგან მხოლოდ ფინანსები სჭირდებოდა და არა სიყვარული…
ძალიან მტკივნეულია, ვერ ვხედავდე მათ, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი ვიცი.
არც ერთი წამით არ მავიწყდებიან, ჩემს ყოფილ სიძეს რამდენჯერაც უთხოვია - მის გვერდით ვყოფილვარ… მაგრამ, ჩვენი სახელი არ ახსენო! უბრალოდ ყველა მხრიდან დაგვბლოკა და ჩემგან პრინციპულად ყველაფერზე უარი თქვა….
ეს მისი გადაწყვეტილება! ვიცი, რომ გაიზრდებიან ბევრ რამეს მიხვდებიან.
მე კი ვერაფერი შემცვლის… ყოველთვის ვაკეთებ სიკეთეს და რა წამსაც მეტყვის ჩემი დისშვილების მამა, რომ მას ჩემი თანადგომა სჭირდება - მე მის გვერდით ვიქნები.
მაგრამ მას ჩემი აღარაფერი აღარ უნდა..
აქვთ სახლები, მანქანები, მაღაზიები და მშვიდად ვარ, ვიცი რომ მათ ის პრობლემები არ ააქვთ როგორც სხვებს…
სიკეთის კეთების სტიმულს ვერაფერი დამიკარგავს, ასეთი იყო ბაკოც…
რაც შეეხება მის ანგელოზებს, მათ ნახვაზე კანონიერ უფლებას ოფიციალურად მოვიპოვებ…
მაპატიეთ, ეს რომ აქ მოვყევი, მაგრამ მართლა ზოგჯერ ღიმილებით ვმალავ უდიდეს დარდებს და ბრძოლებს“, - წერს დიკა სალაყაია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მიყვარხარ საქართველო“ - ანდრია ფუტკარაძის შთამბეჭდავი გამოსვლა საბავშვო ევროვიზიის სცენაზე