გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა მითის შესახებ უზიარებს ინფორმაციას.
გთავაზობთ მის მორიგ პოსტს, სადაც სხვადასხვა თემაზე საუბრობს:
1. ყოველ ემოციას წნევის გაზომვა არ სჭირდება! წნევა რეაქტიული პარამეტრია და სრულიად ბუნებრივია მისი აწევა ძლიერი ემოციების დროს.
წნევა მაშინ ხდება პრობლემური და სამკურნალო, თუ ის პერმანენტულად მაღალია, ძილშიც.
ამის დადგენის ოქროს სტანდარტი არის მისი 24 საათიანი მონიტორინგი.
2. კიდევ ერთხელ: მნიშვნელობა არ აქვს, თავს როგორ გრძნობთ 37 თუ 37,4 ტემპერატურაზე.
ეს არ არის სიცხე და შესაბამისად სიცხის დამწევიც ზედმეტია.
3. ეროვნული სიწმინდის, დექსამეტაზონის ხშირი დარჭობა ტრაკზე, რისი ერთგვარი ჩემპიონატიცაა საქართველოში, ნელ-ნელა გაგიუჩინარებთ მაგ კუნთს (კუნთის ატროფირება, განლევა) და დაგრჩებათ სამახსოვროდ კრატერი.
4. აღელვება და განერვიულება არ არის არც დიაგნოზი, არც დაავადება, არც გადაუდებელი შემთხვევა.
ასეთ დროს რეფლექსურად კორსიზების და ზოლომაქსების ყლაპვა, ყველა სხვა პრობლემებთან ერთად, დაგაკარგვინებთ საკუთარი თავის მართვის უნარს. ნეგატიური ემოციები ბუნებრივია და მათი ატანა ასევე.
5. თითქმის ყველა მამაკაცს ჰქონია ან ექნება სქესობრივი დისფუნქცია, როგორიცაა ერექციის თუ ორგაზმის პრობლემები.
მით უმეტეს მენტალური პრობლემების და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემთხვევაში. ეს არანაირად არ ტეხავს, უბრალოდ სპეციალისტთან მისვლას მოითხოვს.
6. უშუალოდ ჩაძინებისას სხეულის შეკრთობა, ე.წ. მიოკლონია ბუნებრივია, ნუ გეშინიათ.
7. ადამიანი ღამის განმავლობაში დაახლოებით 29-ჯერ იღვიძებს. უმეტესობა დილით არ გვახსოვს.
8. კარგი ძილის 2 ძალიან ხელის შემშლელი ფაქტორებია სავსე გონებით დაწოლა და ცხელ ოთახში ძილი.
გონება დაცალეთ, მაგ. ტელეფონის ჩამწერს დააჭირეთ ხელი და მოჰყევით ყველაფერი, დაიცალეთ.
ტემპერატურა მაქს. 20 გრადუსი.
9. პარტნიორის/ მეუღლის ყოლის მიუხედავად ბუნებრივია, გქონდეს მასტურბაციის სურვილი და ასეც იქცეოდე. ამას ყველა ინდივიდუალურად წყვეტს თავისთვის.
უბრალოდ გადაჭარბებულმა მასტურბაციამ შეიძლება კონკურენცია გაუწიოს სექსის სურვილს, რაც ასევე ბუნებრივი და ლოგიკურია.
10. ასევე ბუნებრივია, პარტნიორი გყავდეს, მაგრამ ქუჩაში ვიღაც მოგეწონოს. მხოლოდ მოწონება ცოცხალი ორგანიზმის ნიშანია და არ ნიშნავს ღალატს.
11. ის, რომ ძალიან არაადეკვატური, კრიმინალური, ბინძური, ამორალური ფიქრი მოგივიდა, არ ნიშნავს, რომ ასეთი ხარ.
ეს ტვინის მუშაობის პროცესის ერთ-ერთი თანაპროდუქტია და არ ასახავს არანაირად ჩვენს სურვილებს.
ასეთი ფიქრები, რასაც მე ტვინის გაკუებას ვეძახი, თან ყველას გვაქვს.
ასე რომ, დაიკიდე, დაე აკუოს ტვინმა!
12. ნამდვილი მეგობარი ის არის, ვისთანაც წახვალ, მიუხედავად იმისა, რომ ცუდ ხასიათზე ხარ და რომ მიხვალ, ეტყვი ამას და არ დაიწყებ მსახიობობას.
13. თუ ორ ადამიანს ერთად დუმილი შეუძლია ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, ეს მათ ძალიან ღრმა და ნდობით გაჯერებულ ურთიერთობაზე მეტყველებს.
14. ბოდიშის მოხდა პრობლემის გამოსწორების გარეშე ჩვეულებრივი მანიპულაციაა.
15. შეცდომა ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ შეიძლება მოგვივიდეს. მესამე და მეოთხე ჯერზე ეს უკვე ჩვეულებრივი საქციელია და არანაირი შეცდომა.
16. ფიქრებთან ბრძოლა წყლის ნაყვაა. თუ შედეგი გინდათ, ან დაწერეთ ან გაახმოვანეთ ეს ფიქრები. ამ დროს აქტიურდება ტვინის რაციონალური უბნები, რაც პრობლემების გადაწყვეტის აუცილებელი წინაპირობაა.
17. გეშინია? არა უშავს, შეშინებულმა გააკეთე!
თუ ვერანაირად ვერ ახერხებ, მაშინ უკვე მიდი ფსიქოლოგთან. ჭარბი შიშები, ფობიები და მსგავსი პრობლემები საკმაოდ მარტივად გვარდება ჭკვიანურ ფსიქოთერაპიაში.
18. თუ სექსის დროს დისკომფორტს ან ტკივილს განიცდი, აუცილებლად უთხარი ეს პარტნიორს.
გულწრფელი კომუნიკაცია კარგი, ჯანსაღი სექსუალური ურთიერთობის აუცილებელი წინაპირობა და კომპონენტია.
19. შვილზე პერმანენტული და გადაჭარბებული ნერვიულობა, გარდა იმისა, რომ დაგანგრევს, შვილზეც ნეგატიურად აისახება.
მას სრულიად ლოგიკურად შეიძლება გაუჩნდეს იდეა, რომ რაღაც სჭირს, თორემ ამდენს ხომ არ ინერვიულებდნენ მასზე.
კარგად დაფიქრდით ამაზე!
20. სულ გინდოდა უფრო დიდი მკერდი? ტუჩი? პენისი? მიდი და გაიკეთე! შენ ხარ შენი სხეულის პრეზიდენტიც და პრემიერმინისტრიც!
21. ძმებო, ბუნებამ ძალიან ინტენსიური ორგაზმის ორგანო სამწუხაროდ პენისის მეორე მხარეს "გაგვიჩალიჩა"... პროსტატაზეა საუბარი“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არახელსაყრელია გამგზავრება, ქორწილი, კრედიტის მოთხოვნა...“ - 28 აგვისტოს პროგნოზი ფენშუის მიხედვით