Digest Logo

„ყოველი ხელფასის დღეს, თავისი 155 ლარიდან 20 ლარიანს მიდებდა ჩუმად... მე დურაქი დავდიოდი და ვიძიებდი საიდან მოხვდა ეს ფული ჩემს ხალათში“ - რას წერს ზურა შევარდნაძე

1758047898
ზურა შევარდნაძე

ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს მისი წარსულიდან.

ზურა შევარდნაძის ბაღი სახელწოდებით „გარდენია“, თბილისთან ახლოს მდებარეობს და იქ ზურა თავის ოჯახთან ერთად ყვავილებსა და სხვადასხვა მცენარეებს უვლის. ამასთან იგი აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ღონისძიებებში, სადაც ყვავილებისა და ბუნებაში მცენარეების მნიშვნელობაზე საუბრობს. მის ბაღში მუდამ სტუმრიანობა არის და ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი საინტერესო ადგილია.

იგი ამჯერად სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ნანა ჭელიძეზე წერს, ქალზე რომელიც მისი დედობილი და მასწავლებელია.

„ნანი ჭელიძე ჩემი დედობილი და მასწავლებელია. უნივერსიტეტში იმუშავა 50 წელი. თითქმის ბოლო ოცდაათი წელია ან მე ვარ მასთან ან ისაა ჩემთან. ბედნიერი ვარ რომ მერგო მასთან სიახლოვის უფლება.

სამაგალითოა, მისაბაძია, საიმედოა, ღირსეულია, უსაშველოდ წესიერია, სულ შეიძლება ისწავლო მისგან, სულ.
მაშინ როცა ეს მჭირდებოდა ჩემი ლაბორანტის ლურჯი სატინის ხალათის ჯიბეში, ყოველი ხელფასის დღეს, თავისი 155 ლარიდან 20 ლარიანს მიდებდა ჩუმად.

მე დურაქი დავდიოდი და ვიძიებდი საიდან მოხვდა ეს ფული ჩემს ხალათში, ვითომ ბევრი მყავდა მისნაირი გულშემატკივარი,“ - წერს ზურა შევარდნაძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

📸 ჯენიფერ ლოპესის დიდი ტრანსფორმაცია

🎥 9 კიბოს გამომწვევი ნივთი და პროდუქტი, რომელიც სახლიდან უნდა მოიცილოთ! - სანდრო ჯიბლაძის რჩევები

🎥 „გადავწყვიტე, წელს ევროვიზიაზე წარვადგინო საქართველო“ - გიორგი თორაძე