Digest Logo

„ყოველი შენი დღე უნდა იყოს ოლიმპიადა, წარმატება ყველგან არის და მხოლოდ ცნობადობასთან არ ასოცირდება“ - რას წერს მასტერი

1723357305
მასტერიმასტერი

რეპერი „მასტერი“ იგივე გიორგი პავლიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ყველა ადამიანს საკუთარი მისია აქვს ცხოვრებაში. შეიძლება არ იყო მოჭიდავე - სპორტსმენი და პირდაპირი მნიშვნელობით ვერ მოიგო ოლიმპიური ოქრო. შეიძლება არ იყო მომღერალი და ვერ მოიგო გრემი, არ იყო მსახიობი და ვერ მიიღო ოსკარი, მაგრამ შეგიძლია იყო პროფესიონალი შენს საკუთარ საქმეში. შეიძლება იყო კარგი მეუღლე, გაზარდო ქვეყნის ღირსეული შვილები, იყო კარგი მამა, დედა, ეზოს დამლაგებელი, სასურსათე მაღაზიის მოლარე, პურის მცხობელი და ა.შ.

ყოველი შენი დღე უნდა იყოს ოლიმპიადა, წარმატება ყველგან არის და წარმატება - მხოლოდ ცნობადობასთან არ ასოცირდება, ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია, მთავარია იწამო საკუთარი თავის!“, - წერს მასტერი.