Digest Logo

„ყოველთვის იმ მწერალთა შორის მოიაზრებოდა, პოპულარობისთვის რომ არასოდეს იბრძვიან“ - კულტურისა და სპორტის სამინისტრო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

1706460648
ლენტილენტილენტი

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ცნობილი ქართველი პროზაიკოსი ლეილა მესხი გარდაიცვალა. 

სამინისტრო სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს:

„საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს ცნობილი ქართველი პროზაიკოსის ლეილა მესხის გარდაცვალების გამო.

ლეილა მესხი ყოველთვის იმ მწერალთა შორის მოიაზრებოდა, პოპულარობისთვის რომ არასოდეს იბრძვიან, ფუჭ ხმაურს უჩუმრად შრომა და სიკეთის თესვა რომ ურჩევნიათ. ასეთად იცნობდნენ მას ქუთაისში, სადაც ისტორიულ არქივს ხელმძღვანელობდა, ასეთად დარჩა იგი თბილისში, გამომცემლობა „მერანში“ მუშაობისას, სხვის წიგნებზე უფრო მეტს რომ ზრუნავდა, ვიდრე საკუთარი მოთხრობების გამოცემაზე, არადა, მათს უეჭველ მხატვრულ ღირსებებს ყველა აღიარებდა.

დიდი ინტერესი გამოიწვია მისი მოგონებების წიგნმა, ორიგინალური სახელწოდებით: „მთავარი სასეირ(ნ)ო ქუჩა.“
განსაკუთრებული სიხარული მიანიჭა ქალბატონ ლეილას რჩეული მოთხრობების სოლიდურმა კრებულმა, რომელიც გასულ წელს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს ლეილა მესხის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მწერლის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს“, - წერია სამძიმრის წერილში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“ - მარტვილის „მერანი” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„ქუთაისი ემშვიდობება ლეგენდარულ ქალბატონს“ - დათო ლიკლიკაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

🎥 როგორ ვლინდება რკინადეფიციტური ანემია - გიორგი ღოღობერიძის რჩევები