ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს. ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ სტატუსს აქვეყნებს:
„თუ შენ, ერთი ადამიანი მაინც დააბრკოლე, ხელი შეუშალე, უკან დახიე, წაართვი, მოპარე იდეა, ჩაუშალე წამოწყებული საქმე, ელოდე ,,ქარიშხალს”რომელიც დაგინგრევს მომავალს.
შეიძლება ადამიანი არ მოგწონდეს, ან არ გიყვარდეს, მაგრამ, არ შეძლება ზიზღი და სიძულვილი.
არ გაქვს უფლება ცუდად ჩაერიო სხვის ცხოვრებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლება წაგერთმევა საკუთარ ბედნიერებაზე.
ყველა შენი მოქმედება წინ დაგხვდება, კარგიც და ცუდიც.
ყველა შენი უსამართლოდ გულნატკენი ადამიანის, ყველა შენი მოტყუებული ადამიანის ტკივილი, გულზე დაგეკიდება და ნელ-ნელა მომავლის გზაზე წინ დაგხვდება.
ლანძღვა არაფერია, თუ არა ასტრალური ტალახი, რომელიც დროთა განმავლობაში ახრჩობს მლანძღველს.
ყველა ჩვენი ტკივილი, გაუმართლებლობა, წარუმატებლობა, დაცემა, იმ შეცდომების ბრალია რაც ადამიანების მიმართ ჩავიდინეთ.
ბედნიერება ბედნიერებით მოდის.
უბედურება უბედურებით ბრუნდება.
რთულია მიხვდე რასაიქმნ.
რთულია ჩაწვდე შენს სიავეს, მაგრამ განგება აუცილებლად დაგანახებს და გაჩვენებს.
როცა ადამიანს ღალატობ და ბოროტებას უკეთებ, ამ დროს შეუმჩნევლად სული გეფლითება და სულიერი მდგომარეობა გიმძიმდება
ფულზე გაყიდულმა, ფულით უბედურება იყიდე და ვერ მიმხვდარხარ. მიხვდები აუცილებლად.
შენ ხომ ,,სამართლიანი” ხარ.
მე ვთქვი.
შენ ვერ დაინახავ და ვერ გაიგებ, რადგან ჯერ გულბრმა ხარ.
მალე აგეხილება გულიც და თვალიც.
გძულდეს რამდენიც გინდა.
ილანძღე რამდენიც გინდა.
შენი ნებაა და შენი არჩევანი.
ჩემი არჩევანი ბედნიერებაა და ის სიყვარული, რასაც ხალხი მაძლევს.
გავიხაროთ და გავიმარჯვოთ“, - წერს გია ჯაჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლოცვა, რომელიც ყველა ქრისტიანმა სვეტიცხოვლობას უნდა წაიკითხოს
⭕„გილოცავთ სვეტიცხოვლობას!“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს