თეთრ სახლში გამართულ UFC Freedom 250-ის საიუბილეო საღამოზე ილია თოფურიას მარცხმა ჯასტინ გეიჯისთან მთელი საქართველო შეძრა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ორი რაუნდის შემდეგ ქართველი „მატადორი“ ბრძოლას დამაჯერებლად იგებდა, ფინალი დრამატული აღმოჩნდა.
თვალის დაზიანების გამო ილია თოფურიას ბრძოლის გაგრძელების უფლება არ მისცეს და გამარჯვებული ჯასტინ გეიჯი გახდა. აღნიშნული შედეგის მიხედვით ილიამ, მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი დათმო. ეს იყო პირველი წაგება ქართველი მებრძოლის კარიერაში.
UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი, ილია თოფურიას ბოლო ბრძოლაში დამარცხების გარშემო გავრცელებულ ჭორებსა და შეთქმულების თეორიებს კიდევ ერთხელ, ამჯერად გაცილებით მკაცრი და ემოციური ფორმით გამოეხმაურა.
საზოგადოებაში გაჟღერებულ ვერსიებს, თითქოს თოფურიამ ბრძოლა „გაყიდა“ ან მას დაემუქრნენ, დვალიშვილმა ვიდეომიმართვით უპასუხა.
„მოკლედ, ასე ვიტყვი ახლა, რაც იმ ვიდეოში ვერ ვთქვი.
ვინც ფიქრობს, რომ ილია თოფურიამ ჩხუბი გაყიდა, ყველა იმ ადამიანის შუბა დავხიე. ვინც ფიქრობს, რომ ვინმემ ილია თოფურია სარდაფში ჩაიყვანა და დაემუქრა, ან ჩხუბის დათმობა უთხრა და მან ჩხუბი დათმო, ვიღაცის ან რაღაცის გამო, ყველა იმის შუბა დავხიე.
ვინც ფიქრობთ, რომ მე შეიძლება ჩემი ბოლო ბრძოლა გამეყიდა, ან მომავალს გავყიდი, ან თუნდაც ოდესმე გავყიდი, ყველა იმის შუბა დავხიე“, - ამბობს მერაბ დვალიშვილი.
ნახეთ, ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ფინანსურ სფეროში შესაძლოა, წააწყდეთ გაძლიერებულ კონკურენციას“ - 18 ივნისის ტაროლოგიური პროგნოზი
⭕„ენერგია აქტიურდება და ნაკადი იხსნება“ - როგორ უნდა გაიაქტიუროთ 18 ივნისის ენერგიები
⭕რა არის სასიკეთო და რისგან სჯობს თავის შეკავება? - 18 ივნისის მეტაფიზიკური პროგნოზი