Digest Logo

„ყველა ნაბიჯი შენთვის არის...“ - დებიუტანტი ნოდარ ლომინაძე ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას გარდაცვლილი მამის ხსოვნას უძღვნის

1756304246
ნოდარ ლომინაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი პირველი სექტემბრიდან თბილისში შეიკრიბება. საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის საწყის ორ ტურში საკუთარ მოედანზე თურქეთისა და ბულგარეთის ნაკრებებს უმასპინძლებს. 

მატჩებისთვის მთავარმა მწვრთნელმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის ორი დებიუტანტია - 21 წლამდე ნაკრების ყოფილი წევრები, ფრანგული „მეცის“ ფეხბურთელი გიორგი აბუაშვილი და პორტუგალიური „ეშტორილის“ ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე.

ნოდარ ლომინაძე სოციალურ ქსელში სანაკრებო მატჩში გამოძახებას ეხმაურება და ემოციურ სიტყვებს წერს:

„მე ეს შევძელი, მამიკო ნეტავ აქ იყო და აქედან ხედავდე ამ ყველაფერს, ვიცი, რომ ამაყობ, სადაც ხარ იქიდან.

ყველა ნაბიჯი შენთვის არის.

მიყვარხარ და მენატრები”, - წერს ნოდარ ლომინაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕სოფია კვინიკაძე დედის ამპლუაში - ბლოგერი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს📸

⭕ თიკა ფაცაციას გამორჩეული ლუქი - ტელეწამყვანი ლიკა კვარაცხელიასთან ერთად პოზირებს

⭕ეთერ ლიპარტელიანის ოჯახური იდილია - ჩემპიონი ახალ კადრებს გვიზიარებს