Digest Logo

„ყველა, ვინც მიყვარდა და იმ ქვეყნად წავიდა, ჩემთვის ადგილს ინახავენ და კიდევ ვნახავ?...“ - რას წერს ნანკა გვარი

1759559275
ნანკა გვარი

მსახიობი ნანკა გვარი (გვარიშვილი) ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურობს სოციალურ ქსელებში. იგი გულწრფელად უზიარებს გამომწერებს საკუთარ გამოცდილებებს, რჩევებსა და ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც საკუთარ თავზე პატარა ჩანახატს გვიზიარებს:

„ნეტა ოდესმე თუ გავიცნობ საკუთარ თავს იმ დონემდე რომ ვთქვა, აი ეს ვარ… ან აი, ის ვარ…
ნეტა ოდესმე თუ ავაშენებ ისეთ ცხოვრებას, საიდანაც გაქცევა არასდროს მომინდება..
ნეტა თუ ვიპოვი იმხელა სიყვარულს, რომ “მე”ერქვას და არ შემეშინდება.
ნეტა სიბერემდე თუ მივალ..
ნეტა ყველა ოცნების ასრულებას თუ მოვასწრებ.
ნეტა ყველაზე ლამაზ მზის ჩასვლას თუ შევესწრები.
ნეტა კიდევ ბევრჯერ შევიცვლები?
ნეტა უკან მოხედვის შემეშინდება?
ნეტა ღირებულ რამეს შევქმნი სამყაროსთვის?
ნეტა ის დრო, რაც განგებამ სიცოცხლის ბოლომდე მარგუნა, მეყოფა?
ნეტა ჩემს მშობლებს ვეამაყები?
ნეტა სიკვდილის მერე რა მოხდება?
ნეტა სასწაულს ისევ ვიწამებ?
ნეტა ვარსკვლავები იმიტომ არიან ასეთი ლამაზები, რომ შორს არიან?
ნეტა რამდენი ადამიანისთვის ვარ დიდი იმედგაცრუება?
ნეტა ვინმესთვის ვარ კარგი მოგონება?
ნეტა საიმედო ადამიანი ვარ?
ნეტა ჩემი ცხოველების ყოლის ღირსი ვარ?
ნეტა ჩემს მეგობრებს შევაბერდები, თუ ისევ, ბევრჯერ მეტკინება?
ნეტა ოდესმე ისე ვენდობი ვინმეს, რომ ჩაძინების არ შემეშინდეს?

ნეტა ყველა ვინც მიყვარდა და იმ ქვეყნად წავიდა, ჩემთვის ადგილს ინახავენ და კიდევ ვნახავ?

ნეტა ახლა ცოცხალი ვარ? თუ დიდი ხნის მკვდარი და სიზმრები ილუპება.

და მაინც ბოლო ამოსუნთქვამდე დამტანჯავს იმაზე ფიქრი, თუ
რა მშვენიერი, რა რთული, რა მწარე, რა კარგი, რა მტკივნეული და საოცარია ეს ცხოვრება … ნეტა“, - წერს ნანკა გვარი.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nanka Gvari (@nanka.gvari)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სულ ვწუწუნებთ - „ვაიმე, სულიერი ცხოვრებისთვის დრო არ მაქვს...“ - რა ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ რეპერ შონ კომბსს ნიუ იორკის სასამართლომ ოთხი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

⭕2025 წლის ოქტომბრის პირველი ნახევარი, ძირითადი ასტრო-მოვლენები ხათუნა ნოელისგან