
ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში აქტიურია და ბევრი გამომწერიც ჰყავს. მოდელი მუდმივად გვიზიარებს თავის ცხოვრებაში არსებულ სიახლეებსაც და ყოველდღიურ ამბებსაც.
შეგახსენებთ, რომ მოდელი ცოტა ხნის წინ იტალიაში, საყვარელ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა. თუმცა მან 8 ივლისს დაწერა მინიშნება, კვლავ მარტოა:
„2019 წლის შემდეგ ეს ჩემი პირველი ზაფხულია, როცა მარტო ვარ... გულწრფელად რომ ვთქვა - ცოტა რთულია და დამაბნეველიც“.
ამჯერად, ალექსანდრა სოციალურ ქსელში ახალ კადრებს გვიზიარებს, სადაც პატიების მნიშვნელობაზე წერს:
„პატიება და დავიწყება ერთი და იგივე ვერაა რა.
ყველაფერი გაპატიე, ჩემი სულის სიმსუბუქისთვის, დავიწყების თვისება კიდევ ქალებს არავინ მოგვანიჭა....
იოლი მისახვედრია რატომ, მეორედ არ გავაბედინოთ წყენა ვინმეს...
მესამედ, ან მეოთხედ“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ემოციური შტორმი: ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც 2025 წლის შემოდგომაზე შინაგან კრიზისს განიცდიან
⭕„რა ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ“ - გიორგი ქოჩორაშვილის ემოციური მილოცვა რჩეულს