Digest Logo

„ყველაფერი რომ გაიაზრო და გაიგო, სიყვარულის დიდი ნიჭით უნდა იყო დაჯილდოებული“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

1778409600
გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ტელეწამყვანმა მორიგი მისი ხედვით, ფილოსოფიურ-ცხოვრებისეული პოსტი გაავრცელა:

„ადამიანებმა იციან, რომ წარმავალია ცხოვრება, ისიც იციან, რომ დროებითია ყოფა ჟამი ამ საწუთროში.
მოხვედი, იყავი და წახვალ. ამ ყველაფრის გააზრება თითქმის ყველას უჭირს.

არავის უკითხავს შენი ამ ქვეყნად მოსვლა.
არავინ გკითხავს ამ ქვეყნიდან როდის წახვალ.

რაც გზაც გაიარე, უნდა გაგევლო, რასაც გაივლი არც მაგას გკითხავენ.
ყველაფერი შენს გამო ხდება, რომ შეიცნო და შემიმეცნო ცხოვრების არსი.
ყველაფერი შენთვის გაკეთდა, ცხოვრება რომ ისწავლო.
ცხოვრება ნასწავლი უნდა წახვიდე ამ ქვეყნიდან.

ყველაფერი რომ გაიაზრო და გაიგო, სიყვარულის დიდი ნიჭით უნდა იყო დაჯილდოებული, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, არ უნდა გქონდეს, ობიექტურად უნდა შეიაფასო შენი შესაძლებლობები, კეთილი უნდა იყო, ოღონდ შენი სიკეთის აფიშირებას არ უნდა აკეთებდე.

როცა შენ შეგწევს გააზრების უნარი, მაშინ ხარ ღმერთისგან დაჯილდოებული.
არ ჯილდოვდება ადამიანი, ვინც აგრესიულია, შურიანი, ეჭვიანი, თაღლითი, ბოროტი და კაცთ მოძულე.
ნელ-ნელა ვთავისუფლდები ადამიანების მიმართ პასუხისმგებლობისგან.

არ მინდა დავიღალო სხვაზე დარდით, თან, როცა მათ არ ესმით რასამბობ და არ გისმენენ.
დარდი საქმეს არ აკეთებს, რა საჭიროა ფუჭი გულისტკივილი.

ნელ-ნელა ვთავისუფლდები რთლული ადამიანებისგან, იმიტომ, რომ მეც რთული ვარ.
ისევ გრძელი სტატუსი გამომივიდა.
შენიშვნა მომცეს, რამდენს წერო.
რატომ წერო, არავის უკითხავს“, - წერს გია ჯაჯანიძე.