Digest Logo

🎥 „აღარასოდეს არ დამიწეროთ, რომ საქართველოში რომ არ დაბადებულიყავი უფრო წარმატებული იქნებოდიო...პირველ რიგში რატომაც ვამაყობ არის ის, რომ ვარ ქართველი“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუკა კვალიაშვილი

1719384264
ნიკა კვალიაშვილი

მომღერალი ნუკა კვალიაშვილი ცნობილი მომღერლის, ეკა კვალიაშვილის ქალიშვილია. იგი საზოგადოებამ პროექტ „საქართველოს ვარსკვლავ” - ში მონაწილეობის შემდეგ გაიცნო და შეიყვარა.

მუსიკაში პროფესიონალი ადამიანები, ნუკას ახასიათებენ, როგორც გამორჩეული ხმის და ტემბრის მქონდე მუსიკოსს, რომელსაც მუსიკალური ნიჭი გენეტიკურად დაჰყვა. ნუკას მთავარი პროფესია მუსიკოსობასთან ერთად დედობაა - მას სამი არაჩვეულებრივი შვილი ჰყავს. იგი თან, მუშაობს და თან, ყველა საოჯახო საქმეს თავად აგვარებს, ამაში კი რასაკვირველია, საყვარელი მამაკაცი, მეუღლე გვერდით უდგას და ეხმარება. ნუკას თქმით, მისი ცხოვრება დედობის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.

ამჯერად ნუკა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ საქართველოს ხმას მსოფლიოს გააგონებს.

„ძალიან, ძალიან ბევრჯერ ვუსმენ კონკრეტულ მომენტს, სადაც ვიცი, რომ შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს და აქამდეც მედო ეს ვიდეო, მაგრამ კიდევ დავდებ, რადგან ვამაყობ, რომ ზუსტად ის გავაკეთე, რისი გაკეთებაც მინდოდა და პირველ რიგში რატომაც ვამაყობ არის ის, რომ ვარ ქართველი.

ვიღაცები თავიანთ ხალხს თავიანთი ქვეყნიდან თუ დებენ ამ სიმღერით, მე ჩემ ნამღერს დავდებ და ვიტყვი, რომ ვამაყობ, რომ ქართველი ვარ და ჩემი ქვეყნის ვარ.

ყველაფერი წინ არის მე არ გავჩერდები. მიყვარხართ

ჩემი პატარა საქართველოდან მსოფლიომდე გავიტან ამ ხმას და სულ ვიამაყებ, რომ ქართველი ვარ!

აღარასოდეს არ დამიწეროთ, რომ საქართველოში რომ არ დაბადებულიყავი უფრო წარმატებული იქნებოდიო, საწყენიცაა და უფრო მეტი მოტივაცია მაქვს, რომ ზუსტად საიდანაც ვარ ეგ ადგილი ვასახელო! ჩემი საქართველო!“, - წერს ნუკა კვალიაშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

⭕„მწამს, პატარა ღირსეულად ატარებს შენს სახელსა და გვარს“ - დავით ოქიტაშვილი იმიერში გიო ხუციშვილს შვილიშვილის დაბადებას ულოცავს

⭕„ჩვენ შენთან ვართ, საქართველო“ - „ლევანტე“