Digest Logo

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაირკვეს - რატომაა ეს ბავშვი ასეთ მდგომარეობაში“ - მაია ცირამუა

1696058442
მაია ცირამუა

ადვოკატ ლევან ჭელიძემ სოციალურ ქსელში შოკის მომგვრელი ფოტო გაავრცელა, სადაც მე-9 კლასელ გოგოს თანასკოლელი ემუქრება. 

აღნიშნულ წერილს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი მაია ცირამუა გამოეხმაურა:

„ორი დღეა ვრცელდება წერილი, რომელიც თანაკლასელმა მისწერა თანაკლასელს. შემზარავია ამ წერილის შინაარსი. მაგრამ ვფიქრობ, სწორედ ამ შინაარსიდან გამომდინარე, სახიფათოა მისი გავრცელება, რადგან თვითდაზიანების „ინსტრუქციაა".

კიდევ უფრო შემზარავია ის ფაქტი, რომ ბავშვის მშობელს დასჭირდა ასე მოქცეულიყო, რადგან, როგორც ჩანს, დიდი ხანია გრძელდება კონკრეტული პირის დევნა, შევიწროება და ამაზე სკოლა არ რეაგირებს. იმედი მაქვს, როცა ამ ტექსტს ვწერ, შსს - ს, განათლების სამინისტროს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრს, სკოლის ადმინისტრაციას და სხვა უწყებებს, უკვე დაწყებული აქვთ მოქმედება და ორივე ბავშვი საიმედო ხელშია.

რისკის შემცველია ის ამბავიც, რომ ვხედავ მცდელობას გაარკვიონ ვინაა და სადაა ეს ბავშვი. ლამისაა ჩაქოლონ, აქვე. მესმის, შემზარავია, რასაც წერს, გვაბრაზებს და გვაშინებს მისი სისასტიკე, მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაშია ეს ბავშვი, ასეთი რამ რომ მოაფიქრდა (სავარაუდოდ თავადაც გამოუცდია ის, რასაც თანაკლასელს სთავაზობს - თვითდაზიანებას ვგულისხმობ), მერე წერილი დაწერა და კიდევ უფრო მძიმე მუქარა მოაყოლა.

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაირკვეს - რატომაა ეს ბავშვი ასეთ მდგომარეობაში და მერე დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ გადარჩეს. ცხადია, სერიოზული დახმარება სჭირდება მისი აგრესიის სამიზნეს, იმ ბავშვს, რომელიც ალბათ დიდი ხანია მარტოა ამ პრობლემის პირისპირ“, - წერს მაია ცირამუა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ახლაც რაღაცნაირად გული მიჩქარდება“ - ნუცა ცისკარიშვილი ოტია იოსელიანის გაცნობის დღეზე

🎥 „ვერცერთ ნამღერს ვერ ვუსმენ, მაგრამ თავს მოვერიე და ბოლომდე ვუყურე“ - რა კადრებს აქვეყნებს ლევან კბილაშვილის დედა

„ამ მუქარის ავტორს გაჩენის დღეს ვაწყევლინებ“ - საშინელი წერილი, რომელიც თანასკოლელმა მე-9 კლასელს გაუგზავნა