სოციალური ქსელში გარდაცვლილი ლევან კბილაშვილის დედა მარიტა ფურცელაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და შვილის ვიდეოს აზიარებს.
„ჩემო ლაშა, „გენაცვალე შენო“ - ასე მიმართავდა ყველას ლევანიკო. ახლა მე გენაცვალე შენ, ამ ჩანაწერისთვის ვერცერთ ნამღერს ვერ ვუსმენ, მაგრამ თავს მოვერიე და ბოლომდე ვუყურე.
ამასწინათ მითხარი ლევანიკოსთან რომ ვზივარ, განსაკუთრებული სიმშვიდე მეუფლებაო, ჰოდა დარწმუნებული იყავი, ყოველთვის იქნება მფარველი ანგელოზი შენთვის და ყველა მეგობრისთვის,ვინც იცის ლევანოს ფასი. მადლობა“, - წერს მელიტა ფურცელაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „მთვარის „უკურსო მოძრაობა“ - რამაზ გიგაური ოქტომბრის მნიშვნელოვან თარიღებს ასახელებს