ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ ცხოვრებისეულ სტატუსს გვიზიარებს, რომელსაც ერთი კონკრეტული ადრესატი არ ჰყავს:
„ყველას აკრიტიკებს და ყველას ლანძღავს.
ჩასაფრებულია ვის რა შეეშლება და ვინ რა შეცდომა დაუშვებს. აგრესიულია, ოღონდ მალავს თავის აგრესიას.
ყველაფერი იცის და ყველაფერზე თავის „კომპეტენტურ“აზრს გამოთქვამს.
ბევრ რამეში არ გაუმართლა და ფიქრობს, რომ ის „უსამართლობის“ მსხვერპლია.
იმდენს ვერ ხვდება, რომ თავისი ხასიათის, ბუნების, არასწორი მიდგომის, ცუდი ენის, აგრესიის და სხვის ჯიბრზე ცხოვრების გამო არ გაუმართლა.
თქვენ წარმოიდგინეთ კეთილი ადამიანია და ამ სიკეთესაც წყალში ყრის, თავისი ამპარტავნების და არასწორი მიდგომის გამო.
„იცის! რომ არ არის შურიანი“
„იცის! რომ არ არის აგრესიული“
„იცის! რომ არ არის ამპარტავანი“
მხოლოდ კარგ კონტექსტში განიხილავს საკუთარ პიროვნებას და ცხოვრობს ილუზიაში.
ველოდები კომენტარებს.
იცნობთ ასეთ ადამიანებს?
ვინც საკუთარ თავს ამოიცნობს, მომწეროს პირადში და ვუშველი, შეტყობინება მძაფრად კონფიდენციალურია.
ეს ყველაფერი ტყუილად დავწერე, არავინ მომწერს, იმიტომ კი არა, რომ მათ შველა არ უნდათ, არამედ, მათ არ იციან რომ ეს ყველაფერი სჭირთ.
რას ფიქრობთ, რაში იხარჯება ყველაზე მეტი დრო.
კიდევ დაღამდა. ნეტა გათენდება კიდე?
არა და - რა ტყუილად ვნერვიულობთ“, - წერს გია ჯაჯანიძე.