ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ცნობით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
გარდაცვლილებიდან ერთ-ერთი ახალგაზრდა ლაშა წიქორაძეა, რომლის შეყვარებულმაც სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:
„აუ, ლაშუ, ხელს რომ გადაგხვევდი რა გიხაროდა, ლაშუ ,ჩემი ძმაკაცი ხარო მიღებდი ფოტოებს და შენს უმაგრეს ძმაკაცებს უგზავნიდი.
ამ მუსიკაზე რას ღადაობდი გახსოვს? მასხარა ხარ, მარტო ჩემი მასხარა ოღონდ...
ახლა ვზივარ ტელეფონთან და ყველას ვუყვები დიდს თუ პატარას რამხელა ტკივილი დამიტოვე, ვუყვები რა ბედნიერი წლები გავატარეთ ერთად და იცი რა? გული სიამაყით მიძგერს, რა მაგარი ბიჭი მყავხარ. ვამაყობ შენით, ვამაყობ შენით... ჩემო სულის მეგობარო“, - წერს ანო ბენიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ღმერთმა დაგლოცოთ, გაიხარეთ“ - გია ბაღაშვილი შვილებთან ერთად ამღერდა