Digest Logo

🎥 „მონიშვნების მიზანი თუ ისაა, რომ წერონ არავინ გამოგეხმაურა უწყებიდან სხვა საკითხია, მაგრამ...“ - ქეთი კოვზიაშვილი ელისო ჯარიაშვილს პასუხობს

1688797967
ქეთი კოვზიაშვილი

სოციალურ ქსელში ხატია ჯანაშიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც საუბარი LGBTQ+ თემის ფესტივალის ჩატარებაზე, სადაც მცირეწლოვნის ვიდეოა გამოყენებული. როგორც აღმოჩნდა, ბავშვის კადრები აღებულია დაუკითხავად და მშობლებთან შეუთანხმებლად, რასაც დიდი აგრესია მოჰყვა.

„ჩვენი სიწმინდეების შეურაცხყოფისთვის, ჩვენი სამშობლოს შეურაცხყოფისთვის, ჩვენი დროშის შეურაცხყოფისთვის, ჩვენი შვილების გარყვნისთვის, 8 ივლისს, 12:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან, გამოდი და დაიცავი შენი წილი საქართველო“, - წერს ხატია ჯანაშია.

აღნიშნული კადრების გავრცელების შემდეგ, მცირეწლოვანი ბავშვის დედა დაუკავშირდა შესაბამის უწყებებს, რომ სოციალურ ქსელში ევგენია კეპულაძის ვიდეო წაეშალა ავტორს, თუმცა ჯერჯერობით მშობლებს შედეგი არ მიუღიათ.

„ხუთ საათზე მეტია, მივმართე პოლიციას და ვიდეო, რომელიც ჩემი შვილის მიმართ მუქარასა და ძალადობის საფრთხეს შეიცავს, მოძალადეს არც კი ააღებინეს. 

ყოჩაღ!  
ბავშვებზე გამოცხადებული ნადირობა სახეზეა. არავის შვილია დაცული, აი, ასეთი ჯუნგლები შექმნეს  
ახლა რაც შემიძლია, ევგენიას ვარიდებ ამ ამბავს, სოც ქსელი არ აქვს. იმედია, ვერ გაიგებს, როგორ დაუმახინჯეს ბოროტმა ადამიანებმა სრულიად კეთილი აზრები, რომ წიგნის კითხვა კარგია, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, რომ ეტლით მოსარგებლეს შეუძლია, იცეკვოს, უსინათლოს შეუძლია, ხატოს, სმენის არმქონეს - იმღეროს. მთავარია, მოინდომო და არ დანებდეო - აი, ამას ამბობდა ბავშვი სრულ ვიდეოში, რომელიც 4 წლის წინანდელია, ახლა ვიღაცას “გაახსენდა”, დაჭრა მანიპულაციურად და ძალადობის მოწოდების კოლაჟში ჩასვა“, - წერს ელისო ჯარიაშვილი, ევგენია კეპულაძის დედა.

ელისო ჯარიაშვილმა ამ პოსტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კოვზიაშვილი მონიშნა, რაზედაც მან ასეთი პასუხი გასცა:

„პირველ  რიგში, ყველა ვინც ბავშვს და შვილის თემას ეხება არის არასწორი!
ყველას შვილს ოღონდ! აქ შვილების თემა პირველი არ არის და ვინც დღეს აქტიურად პოსტავს შვილების და ბავშვების უფლებებზე წინა კვირას სხვისი შვილის სახელს ტალახში სვრიდა.

სხვის შვილებზე საუბარი, შვილის სახელის ფოტოს თუ ვიდეოს გამოყენება შევთანხმდეთ, რომ არასწორია, არაადამიანობა და ფსკერია. ოღონდ ყველას შვილის!

ახლა რაც შეეხება პირადად ჩემს მონიშვნას, უკვე მერამდენე პოსტზე - ჩემთან კომუნიკაციის პრობლემა არავის აქვს და ეს ყველამ კარგად იცის.

როდესაც ვნახე პოსტი, შევწუხდი გულწრფელად, ვნახე, მოვიკითხე რა და რით შემეძლო დახმარება, ამასობაში მყისიერად გამოვიდა კონტაქტზე ევგენიას მამა , რომელთანაც მქონდა კომუნიკაცია, ვესაუბრე. შევთავაზე დაკავშირება შესაბამის დანაყოფებთან. ასევე ვთხოვე რომ დედა ალბათ აღელვებულია და ჩემი მხარდაჭერა გადაეცი -მეთქი.

დამიბრუნდა და ამიხსნა, რომ გადიხართ სახალხო დამცველთან კონსულტაციას და მოგვიანებით რას გადაწყვეტდით შემეხმიანებოდა.

მას შემდეგ უკვე პოლიციისგან ვიგებ, რომ გააკეთეთ შეტყობინება. პოლიციაში მისვლაზეც უარი განაცხადეთ და პოლიციის სახლში მისვლაზეც.

მონიშვნების მიზანი თუ ისაა, რომ წერონ არავინ გამოგეხმაურა უწყებიდან სხვა საკითხია, მაგრამ მე რომ მნიშნავ მინდოდა უბრალოდ ამეხსნა რა და როგორ იყო“, - წერს ქეთი კოვზიაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რა ასტროლოგიურ ტენდენციებს გაააქტიურებს მარსის ქალწულის ნიშანში გადასვლა - რამაზ გიგაურის პროგნოზი

🎥 ნუცა სკანდალის შემდეგ, სატელევიზიო ეთერში პირველად გამოჩნდა - „დაბადების დღე იქნება თუ ქორწილი, სადაც არ უნდა გააკეთოს ჩემმა ახლობელმა, მე იქ ყოველთვის ჩავალ“

🔵🎥 შავი ფერის ტორტი, დრესკოდი, ცნობილი სტუმრები და ამღერებული ქართველი მომღერლები - ბიჭოლას გრანდიოზული დაბადების დღე