Digest Logo

„რამდენად უსწრებდა ოქროს ეპოქის და დიდი თამარის დროინდელი საქართველო იმ დროის თანამედროვე სამყაროს“ - გიორგი ლობჯანიძე საინტერესო პოსტს აქვეყნებს

1737873640
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.

ამჯერად გიორგი ლობჯანიძე საქართველოს მეფეზე, თამარზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„რამდენად უსწრებდა ოქროს ეპოქის და დიდი თამარის დროინდელი საქართველო იმ დროის თანამედროვე სამყაროს - ახლაც როგორ გვჭირდება ასეთი მმართველი ...

თამარის პირველი სიტყვა წარმოთქმული საკუთარ კორონაციაზე (დოკუმენტი მოტანილია ახალ ქართულ ენაზე):
„წმინდა მამანო, თქვენ ყველაზე მეტად ხართ მოვალენი ღირსეულად, კეთილად და სამართლიანად იღწვოდეთ. ღვთის განჩინებით, თქვენ ხართ ჩვენთვის მოძღვრად მოვლენილნი. თქვენ უნდა პასუხი გასცეთ გამჩენს, თუ რომელიმე ჩვენგანი თქვენის დაუდევრობით სულს წაიწყმენდს. თვალყური ადევნეთ კეთილ საქმეებს, გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ ბეჯითად თქვენი სამწყოს ყოველი ნაბიჯი, სიმართლე დაამტკიცეთ, უსამართლობა განდევნეთ, ბოროტმოქმედნი დაუსჯელი არ უნდა დარჩნენ. იწყეთ მართმსაჯულება პირველად თუნდაც ჩემზედ, თუკი ვარ დამნაშავე, თუ რაიმეში მედება ბრალი. გვირგვინი, რომელიც მე მადგას თავზე, არს ნიშანი მეფობისა და არა ღვთის წინააღმდეგობისა და უსამართლობისა. ნუ მიხედავთ ნურც გვარს, ნურც მთავართ დიდკაცობას: ყველას სიმართლით მოეპყარით. გლეხსაც და თავადსაც; ვიმოქმედოდ ყველამ ერთად ქვეყნის საერთო კეთილდღეობისთვის: თქვენ სიტყვით, ხოლო მე საქმით, თქვენ დარიგებით, მე აღსრულებინებთ და გაწვრთნით, როგორც წესი და რიგია. იმოქმედეთ თქვენ, ვითარცა მღვდელნი, ხოლო მე - ვითარცა მეფე. თქვენ ვითარცა მოძღვარნი, ხოლო მე ვითარცა აღმსრულებელი თქვენის დარიგებისა და რომ ყველამ აღასრულოს კანონი. ჩვენ უშიშრად ხელი მივცეთ ერთმანეთს და თვალყური ვადევნოთ სამართლის აღსრულებას!“.

„1184 წელი. საქართველოს ერთადერთ მბრძანებლად და პატრონად 18 წლის თამარი მოვიდა. რომელმაც შემდგომ ცივილიზაციის ისტორიაში პირველმა: ,,შეჰქმნა" ე. წ. ,,კარავი" (,,დარბაზი") (მსოფლიოში პარლამენტის ინსტიტუციის წინამორბედი სტრუქტურა) და საკანონმდებლო დონეზე გააუქმა ადამიანის სიკვდილით დასჯა (მათ შორის წამება და სხვა ამათ მსგავსი ქმედებათა უფლება)“.

სამართალში შეიტანა ცოლ-ქმრის განქორწინების სურვილის შემთხვევაში უფლებების თანაბრობის პრინციპი და იურიდიული სახით განქორწინების უფლება.

ასევე დააარსა გაჭირვებული ანუ სოც. დაუცველი ადამიანების დაპურების ,,განსაკუთრებული" დღეები და სახლები ...

ცხოვრება და ღვაწლი წმინდა კეთილმსახური მეფე თამარისა“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ენა როგორ გიბრუნდებათ ბიძინა ივანიშვილზე გონება ჩლუნგებო, პურს არ მიაწვდით გაჭირვებულს, მთავარია თქვენი მუცელი იყოს ამოყორებული!“ - ნუკა არველაძე

⭕როგორ გამოვიყენოთ 25.01.2025-ის სარკისებური თარიღის ენერგია, ცხოვრების გასაუმჯობესებლად

⭕Reuters: თურქეთში სამთო-სათხილამურო კურორტზე გაჩენილი ხანძრის დროს გარდაცვლილთა რაოდენობამ 79-მდე გაიზარდა