მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართველი ემიგრანტების დახმარებით კონკურსში მისმა სიმღერამ გაიმარჯვა და ორშაბათიდან ამერიკის რადიოში Freedom Fm 104,7 ეთერში მისი სიმღერა ყოველ დღე გავა.
„ყველაზე მაგარი ქართველი ემიგრანტები გვყავს! არაერთხელ მიგრძნია და გამომიცდია მათი თანადგომა და უპირობო სიყვარული! ჯერ საბერძნეთში და ახლა ამერიკაში! არ ვიცი როდისმე თუ გადავიხდი თქვენს ამაგს.
ხმის მიცემა შეწყდა და ჩემმა სიმღერამ გაიმარჯვა. I Will take you home ორშაბათიდან ყოველ დღე გაისმება Freedom Fm 104,7 ეთერში. თან მეცინება, თან მეტირება!!!!! მიყვარხართ! მადლობა. ეს მხოლოდ დასაწყისია, ძალიან ბევრ სიახლეს გპირდებით“, - წერს ნინი შერმადინი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „უჰ, აი, მართლა დივა“ - შთამბეჭდავი კადრები ლელა წურწუმიას კონცერტიდან
🔵გვანცა დარასელიას ზღაპრული მოგზაურობა მაიამიში - როგორ დროს ატარებს ცნობილი ტელეწამყვანი
🔵„ჩემს ორ ლამაზ დედიკოს ვულოცავ დედის დღეს“ - ნატალია ქუთათელაძე