Digest Logo

„ყველაზე მძიმე სურათია, როცა უყურებ, როგორ „იკლავს“ ადამიანი საკუთარ თავს და ვერაფერს აკეთებ მის გადასარჩენად, რადგან „დაიღუპოს“ - მისი არჩევანია“ - ქეთევან ჯანდიერი

1771565530
ქეთევან ჯანდიერი

იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში გამომწერებს საკუთარ ჩანაწერს უზიარებს:

„ყველაზე მძიმე სანახავი სურათია, როცა უყურებ, როგორ „იკლავს“ ადამიანი საკუთარ თავს და ვერაფერს აკეთებ მის გადასარჩენად, რადგან „დაიღუპოს“ - მისი არჩევანია და ეს არჩევანი უზენაესმა, სამყაროს ცნობიერმა უფალმა - თავისუფლებად უბოძა.

რა ქნა? აბა რა გითხრა?..

ჩაერიო? - თითქოს მამა ზეციერის კანონზომიერებას არღვევ.
უყურო? და, მასთან ერთად ნელ-ნელა თავადაც მოკვდები..
არადა გასწავლეს - „არა კაცთ კლა“.

მაგრამ სად გადის ზღვარი? სხვისი ნგრევის შეჩერება ხომ ხსნაა? და მაინც, თუ ის თავად ირჩევს დაღუპვას, შენ რა უფლებით ებრძვი მის ნებას?

ალბათ ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, ჩაალაგო ემოციები ერთ უხილავ ჩანთაში და რაც შეიძლება შორს გადაბარგდე… სად? საკუთარ თავში.. იმ სახლში, ნასახლარად რომ აქციე, სხვების „გადარჩენისთვის“ გამოღრღნილი და ჩამოშლილი კედლებით..

ბოლოს კი, აღმოაჩინე რომ სანამ სხვებს ეხმარებოდი რომ „გადაგერჩინა”, შენ გაგქურდეს, გაგაცარიელეს და მტვრად გაქციეს.. ახლა კი უნდა დაუბრუნდე იმ ნანგრევ „კედლებს,” რომლებიც „სხვის” გამო გაგიუცხოვდა და თავზე დაგემხო..“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„დიდია ალბათობა, რომ გაგეხსნება ახალი, წარმატებული შესაძლებლობები და განვითარების გზები“ - 20 თებერვლის ასტროპროგნოზი

„20.02 სარკისებური თარიღი, რომელიც აძლიერებს ფინანსურ განზრახვებს“ - სიმორონის რიტუალი ფულის მოსაზიდად

„გააფართოვე შენი გავლენა, მაგრამ ნუ დაივიწყებ საძირკველს“ - 20 თებერვლის თებერვლის კოსმოსური ამბები