„ისი-პარის“ ერთ-ერთი მეწილე და თანადამფუძნებელი - ლევან მარგველაშვილი გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, მძიმე სენს ებრძოდა.
ამ ამბავს სოციალურ ქსელში „ისი პარის“ ყოფილი პიარმენეჯერი - ხატია შამუგია გამოეხმაურა და ფოტო გამოაქვეყნა.
„ლევანის დაბ დღე 19 აპრილსაა, ვახტანგის - 23 აპრილს და რამდენიმე წელი ემთხვეოდა ჩვენი მივლინებები ამ პერიოდში ბარსელონაში, სადაც ორივე იუბილარი აღნიშნავდა იუბილეს.
წელს ზეციურ მარადიულობაში შეხვდებიან და იქ იზეიმებენ, რა ბედნიერი დრო იყო“, - წერს შამუგია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ახალი ჩანაწერები - შალვა რამიშვილის სკანდალური მხილების მეორე ნაწილი