Digest Logo

„ზღვარს გადასცდა ეს კამპანია, მომიწევს კონსტიტუციით დაცული პირადი ღირსების ხელშეუხებლობის დაცვაზე და ცილისწამებაზე სასამართლოსადმი მიმართვა“ - რას წერს რატი დურგლიშვილი

1717613922
რატი დურგლიშვილი

მომღერალი რატი დურგლიშვილი სოციალურ ქსელში მის ირგვლივ დატრიალებულ ჭორებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ის სასამართლოს პირადი ღირსების ხელშეუხებლობის დაცვაზე და ცილისწამებაზე  მიმართავს.

„მივესალმები ჩემს მსმენელს სიყვარულით და პატივისცემით.

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო პირველად და ამავდროულად ბოლოჯერ, ჩემს წინააღმდეგ გავრცელებულ ჭორებს.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული იმუნიტეტი მაქვს ყველანაირი სახის ჭორზე ამჯერად, ზღვარს გადასცდა ეს კამპანია, რადგან არამარტო ჩემს პირად ცხოვრებას ეხება, არამედ ასეთი სახის ჭორებით ხდება ჩემი შრომის , საქმიანობის გაუფასურება ,რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

ასე თუ გაგრძელდა, ვფიქრობ, მომიწევს კონსტიტუციით დაცული პირადი ღირსების ხელშეუხებლობის დაცვაზე და ცილისწამებაზე სასამართლოსადმი მიმართვა.
პ.ს. რაც შეეხება ჩემს კერძო სახლს, ის მხოლოდ ჩემი უდიდესი ფიზიკური შრომისა და საკმაოდ სოლიდური საკრედიტო ისტორიის დამსახურებაა“, - წერს რატი დურგლიშვილი.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „საყურეები მეკეთა და იარაღით მომხსნეს... გავხედე და ლულა დადებული“ - რას იხსენებს მსახიობი ეკა მჟავანაძე

🎥 „გული მეტკინა, თავს ვერ მოვიკლავ, რა ვქნა... ჩემი პროფესიაა“ - ეკა მჟავანაძის პირველი კომენტარი გახმაურებულ ვიდეოზე

🎥 „10 წელია განსხვავება ჩვენს შორის, არ მიგრძნია სხვაობა, არასდროს ვიყავი შეზღუდული“ - ეკა მჟავანაძე მეუღლეზე