
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს გვიზიარებს.
როგორც თავად ამბობს, მომდევნო 3 დღის განმავლობაში მშრალი და თბილი ამინდია მოსალოდნელი, დღისით საგრძნობლად დათბება, განსაკუთრებით სანაპირო კურორტებზე +26 გრადუსამდე, დასავლეთის დაბლობზე +28, ხოლო აღმოსავლეთის ბარში +24 გრადუსი დაფიქსირდება:
„საშიში ამინდის პირობები უკან მოვიტოვეთ და საქართველოში მზიანი დღეები იწყება.
მომდევნო 3 დღის განმავლობაში მშრალი და თბილი ამინდია მოსალოდნელი ყველგან და დღისით საგრძნობლად დათბება, განსაკუთრებით სანაპირო კურორტებზე +26 გრადუსამდე, დასავლეთის დაბლობზე +28, ხოლო აღმოსავლეთის ბარში +24 გრადუსი დაფიქსირდება.
ზღვაც დამშვიდდება და მდინარეები თავის კალაპოტს დაუბრუნდება.
არ არსებობს დაუსრულებელი უამინდობა, გისურვებთ ხშირ ღიმილს“, - წერს კობა ფარტენაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „გაიცანით ელვისი...“ - ნუკი კოშკელიშვილი საკუთარი იმიჯით გამომწერების გაოცებას კვლავ განაგრძობს