Digest Logo

„ზოგიერთი მუდმივად ცდილობს, საკუთარ სიბრიყვეს მეტი მასშტაბი შესძინოს და ეს საზოგადოების პრობლემად აქციოს“ - გია მურღულია

1685794804
მურღულია გია

ფილოლოგიის დოქტორი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტი გია მურღულია სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ზოგიერთი მუდმივად ცდილობს, საკუთარ სიბრიყვეს მეტი მასშტაბი შესძინოს და ეს საზოგადოების პრობლემად აქციოს.

მავანნი ამ გზაზე სერიოზულ "წარმატებებსაც" აღწევენ.  მართლაც, არ ვარგა, როდესაც არ გესმის, რომ რაღაც არ გესმის.

ამას ისიც ახლავს, რომ სიბრიყვეს მოუქანცველი ენერგია და კატეგორიულობა აქვს.  უნდა გიყვარდეს ადამიანი, მაგრამ უცილობელი უფლება გაქვს, არ მოგწონდეს მისი სიბრიყვე.

გზაჯვარედინებზე შეიძლება ეწეროს (ვხუმრობ, რა თქმა უნდა): „გათავისუფლდი სისულელისგან!",  თუმცა ამას ყველა წაიკითხავს, იმის გარდა, ვისთვისაც უშუალოდ განკუთვნილია.

მას ახლა (და ყოველთვისაც) სხვა საქმე აქვს: ვიღაცას ჭკუა უნდა ასწავლოს“, - წერს გია მურღულია.

ასევე დაგაინტერესებთ:

მესამე დღეა თბილისში კაცს ეძებენ

„არაფხიზელი მოქცევა აღარ არის კარგი ტონი, ანუ სიფხიზლე შემოვიდა მოდაში“ - ლევან მათითაშვილი

„ბიჭი, რომელიც ჯართს აგროვებდა, რომ პური ეყიდა, სავაადმყოფოდან კლინიკის წარმომადგენლებმა ასე გააცილეს“ - დიკა სალაყაია ემოციურ ფოტოებს აქვეყნებს