Digest Logo

„ზოგმა კარგად მლანძღა, რადგან კარაქი ვერაგად მოვიხსენიე...“ - რას წერს ზაზა თელია

1761978433
ზაზა თელია

დერმატოლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს:

„ძვირფასო ქართველებო.

ჩემმა ბოლო ეთერმა რუსთავი 2-ის დილის გადაცემაში ვერაგ და ჯანსაღ ცხიმოვან მჟავებთან დაკავშირებით გარკვეული უარყოფითი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში. ზოგმა კარგად მლანძღა, რადგან კარაქი ვერაგად მოვიხსენიე და ჯანმრთელობისთვის ცუდი საკვები პროდუქტი ვუწოდე.

მინდა დაგამშვიდოთ ასეთი საქართველოს მოქალაქეები.

უახლესი საბჭოთა კავშირის სამედიცინო გაიდლაინი დაგვეწია ჰა ჰა, ეს ესაა რამდენიმე დღის წინ.

ჰოდა გაიდლაინი ზედმიწევნით მიგვითითებს და რეკომენდაციას გვაძლევს:

1. ჭამეთ ტრანს ცხიმებით ანუ გაჯერებული ცხიმებით მდიდარი კარაქი ყოველდღე კოვზებით, ოღონდ ჩაის კოვზებით არა, სუფრის კოვზებით
2. შემდეგ ამას დააყოლეთ „კაგაცელი“ რომლის რეკლამა მრავლადაა რუსულ ტელე არხებზე
3. შემდეგ ამას დააყოლეთ „ღვიძლის დამცავი“ „გეპტრალი“, ასევე ფართოდ ცნობილი და პოპულარული ქვეყანაში.

აბა თქვენ იცით, ჯანზე“, - წერს ზაზა თელია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 1 ნოემბერს საქართველოში

⭕ზოდიაქოს 1 ნიშანი, რომელსაც 2025 წლის 5 ნოემბრის სუპერმთვარე განსაკუთრებულ წარმატებასა და ახალ ფინანსურ შესაძლებლობებს მოუტანს