„სააკაშვილის ეზოს ფინია იყავი მთელი ცხოვრება და ახლა ცდილობ, ნაძირლობით წარმოაჩინო თავი იმიტომ, რომ ეგეთი რჯულის ხარ,“ - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი არველაძის მიერ სოციალურ ქსელში პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც არველაძე პოლიციელებს „ძაღლობად“ მიიჩნევს და შესაბამისად, პოლიციელის დღის მილოცვა არ ეკუთვნით.
„სააკაშვილის ეზოს ფინია იყავი მთელი ცხოვრება და ახლა ცდილობ ნაძირლობით წარმოაჩინო თავი იმიტომ, რომ ეგეთი რჯულის ხარ. „მოდელირებულ ქრონიკას“ რომ აკეთებდი, ხალხს ზაფრავდით და აგიჟებდით, მაშინაც პირუტყვებად აღიქვამდით საზოგადოებას და ახლაც იგივე დამოკიდებულება გაქვთ, რადგან უსამშობლო ნაძირლები ხართ“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.