ჟურნალისტმა ვიკა ბუკიამ, რომელსაც მამა დაახლოებით ერთი წლის წინ გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
მისი თქმით, მონატრებაზე დიდი ტკივილი არ არსებობს და სანამ გვერდით საყვარელი ადამიანები გვყავს, მანამდე უნდა დავაფასოთ ისინი.
„ფოტოებში ვიპოვე 3 წლის წინ გადაღებული ეს ფოტო. ჩემი მამა ჰამაკშია და იცინის და იქვეა მისი საყვარელი მოა.
ზუსტად ასეთი მამა მენატრება, ამ განწყობის მამა. იჯდა ჰამაკში და ხან ერთ ბავშვს უყურებდა და ხან მეორეს.
დააფასეთ ადამიანები თქვენს გარშემო. არ არსებობს მონატრებაზე დიდი ტკივილი“, - წერს ვიკა ბუკია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ
🔵„ისე მოხდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველას გვაქვს ომის ჩვენი ამბავი...“ - სონო ნაცვლიშვილი