პოდკასტი ,,ჩვენ"-ის სტუმარია ტელეჟურნალისტი მაია ასათიანია. პროფესიონალი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მოწინავე ადგილს ინარჩუნებდა ქართულ მედია სივრცეში.
პოდკასტში მან ისაუბრა მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპებზე, საკუთარი წიგნზე და ბავშვობაზე.
„ჩემ ცხოვრებაში ნუცას სიკვდილიდან 2 წლის შემდეგ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი გარდაიცვალა, სრულიად შემთხვევით. უკვე ისე ვიყავი, ვეღარ ვხვდებოდი რას მერჩოდა ეს სიკვდილი და წიგნის წერაა თერაპიის გამო დავიწყე.
მე მეგონა, რომ უტელევიზიობა სიკვდილი იყო. ტელევიზიას არ ვაღმერთებ, მაგრამ ეს არის საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს, ცოცხალი ადამიანივით, შემდეგ აღმოჩნდა რომ ტელევიზიის იქითაც არის სიცოცხლე. მე რომ მკითხო ვინ ვარ - გიპასუხებთ, რომ ვარ ტელეჟურნალისტი.
ჩემ მდგომარეობაში საშიშია ის, რომ ჩემს უკან არავინ დგას, ეს მძიმეა და რთულია ამით ცხოვრება“, - ამბობს ტელეწამყვანი.
მან ასევე ბავშვობიდან გაიხსენე ემოციური ისტორია, როდესაც 15 წლის ასაკში პირველად გავიდა ეთერში და ბებიამ ოქროს მედალი გაყიდა, რათა მისთვის ფეხსაცმელი ეყიდა.
„პირველად ეთერში, რომ გავედი ქვედაბოლო მეცვა, რომელიც მეგობარმა მათხოვა, ზედატანი კი მეორე მეგობარმა მათხოვა. არ მქონდა ფეხსაცმელი, რომელსაც ეთერში ჩავიცვამდი. ბებიაჩემის იდეა იყო გაგვეყიდა ოქროს მედალი, რომლითაც ფეხსაცმელს ვიყიდდი. წავედით მე და ბაბუაჩემი და მიყიდა სქელძირიანი ფეხსაცმელი და ასე დაიწყო ჩემი ტელემოღვაწეობა...
შემდეგ ძალიან ბევრი წლის შემდეგ, როდესაც M110 დაწყება მინდოდა და ფული არ მქონდა ჩემი ოქროები გავყიდე ავიღე 3600 ლარი და ამით დავიწყე ბიზნესი. სულ ვფიქრობდი, რომ ბებიაჩემი ვერ მოესწრო ჩემ მაია ასათიანობას, რომ ენახა რა მოიტანა იმ ოქროს მედალმა“, - იხსენებს მაია ასათიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემთვის ბედნიერება სიყვარულია, ხოლო სიყვარული ღმერთი“ - რას ჰყვება დათო ევგენიძე
⭕ზოდიაქოს ნიშნების პატარა საიდუმლოებები, რომლებსაც ისინი ხმამაღლა არასდროს ამბობენ